შალვა პაპუაშვილი – ჩვენ ხელის ჩაქნევას არ ვაპირებთ, საქართველო გააგრძელებს ქვეყნის მომზადებას ევროკავშირის წევრობისთვის, არა იმ ევროპის კავშირისთვის, რომელსაც ბრიუსელის ბიუროკრატია ევროპული შინაარსისგან ცლის და მხოლოდ კავშირად ტოვებს საქართველოს შანტაჟი და საქართველოზე ზეწოლა არ გამოვა. ჩვენ ხელის ჩაქნევას არ ვაპირებთ. საქართველო გააგრძელებს ქვეყნის მომზადებას ევროკავშირის წევრობისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რითაც ევროკომისიის მიერ დღეს წარმოდგენილ გაფართოების ანგარის ეხმაურება.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ გააგრძელებს უსამართლობის მხილებას, სამართლებრივ ბრძოლას და „ჭეშმარიტების ჩვენებას“.
„ბრიუსელის ღირებულებით უკუსვლაზე მეტყველებს ის მხარდაჭერა, რომელსაც ის უწევს ძალადობრივ ჯგუფებს, რომლებმაც 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლის შტურმი სცადეს.
ახლა ბრიუსელი ცდილობს ითამაშოს ღირებულებებზე აპელირებით, მაშინ, როდესაც საქართველოს მთავრობასა და ხალხს აქვს ნამდვილი პასუხი მათ მოთხოვნებზე, როდესაც საქმე ეხება დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას: ეს არის ქართული და ევროპული ღირებულებები – ტოლერანტობა, კანონის უზენაესობა, მშვიდობის პატივისცემა და განვითრება.
სულ უფრო აშკარა ხდება, რომ ბრიუსელის მხრიდან მსგავსი დამოკიდებულების მიზანია, ხალხმა ხელი ჩაიქნიოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე, რათა უნგრეთის, სლოვაკეთისა და ახლა უკვე ჩეხეთის მსგავსად, არ მიიღონ კიდევ ერთი ქვეყანა, რომელიც ბრმად არ დაემორჩილება ბრიუსელის მითითებებსა და ინსტრუქციებს.
უსამართლო მოქცევის, წინააღმდეგობებისა და დაბრკოლებების წინაშე ხელი ჩაგვექნია თუ არა, ეს არჩევანი არამხოლოდ დღეს, არამედ მთელი ჩვენი ისტორიის მანძილზე გვქონდა.
საქართველოს შანტაჟი და საქართველოზე ზეწოლა არ გამოვა. ჩვენ ხელის ჩაქნევას არ ვაპირებთ. საქართველო გააგრძელებს ქვეყნის მომზადებას ევროკავშირის წევრობისთვის. არა იმ ევროპის კავშირისთვის, რომელსაც ბრიუსელის დღევანდელი ბიუროკრატია ევროპული შინაარსისგან ცლის და მხოლოდ კავშირად ტოვებს, არამედ იმ ევროპის კავშირისთვის, რომლის მიზანიც ევროპული ღირებულებების დაბრუნებაა.
ჩვენ ვხედავთ ნამდვილ გამოღვიძებას ევროპაში, როდესაც ქვეყნები, ერთმანეთის მიყოლებით, ირჩევენ მთავრობებს და სტრატეგიებს, რომლებიც ევროკავშირს ნამდვილი ღირებულებების სისტემაში აბრუნებს, უარყოფს ბრიუსელის უსამართლო და არასათანადო ჩარევას შიდა საქმეებში, ეროვნულ ღირებულებებში, ხალხის ნებაში, ნამდვილ დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაში.
ჩვენ ნათლად ვხედავთ, თუ როგორ ერწყმის საქართველოს მომავალი ტრაექტორია ევროკავშირის სათანადო ღირებულებებზე დაფუძნებულ განვითარების გზას.
ჩვენ ვაპირებთ უსამართლობის მხილებას, სიმართლით ბრძოლას, ჭეშმარიტების ჩვენებას და სამართლიანი დამოკიდებულების მიღებას. ვაპირებთ ბოლომდე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს შანტაჟი და საქართველოზე ზეწოლა არ გამოვა. ჩვენ ხელის ჩაქნევას არ ვაპირებთ. საქართველო გააგრძელებს ქვეყნის მომზადებას ევროკავშირის წევრობისთვის. არა იმ ევროპის კავშირისთვის, რომელსაც ბრიუსელის დღევანდელი ბიუროკრატია ევროპული შინაარსისგან ცლის და მხოლოდ კავშირად ტოვებს, არამედ იმ ევროპის კავშირისთვის, რომლის მიზანიც ევროპული ღირებულებების დაბრუნებაა.









