4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ლევან ჟორჟოლიანი: პრემიერი შეხვედრას გამართავს ჩინეთის პრემიერ-მინისტრთან, მთავრობის წევრებს ექნებათ შესაძლებლობა, გააფორმონ მემორანდუმები მნიშვნელოვან საკითხებზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ორმხრივ შეხვედრას გამართავს ჩინეთის პრემიერ-მინისტრთან, – განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა შანხაიში ჟურნალისტებთან, სადაც პრემიერ-მინისტრთან ერთად ვიზიტით იმყოფება.

მისი თქმით, მთავრობის წევრებს ექნებათ შესაძლებლობა, გააფორმონ მემორანდუმები მნიშვნელოვან საკითხებზე.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ლი ციანის მოწვევით ჩინეთში იმყოფება. დღეს ის შეხვედრას გამართავს პრემიერ-მინისტრთან. შედგება ორმხრივი შეხვედრა. ასევე, მთავრობის წევრებს, სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მინისტრს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს კოლეგა მინისტრებთან ექნებათ შესაძლენლობა, გააფორმონ მემორანდუმები, ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ავიაცია, ტურიზმი, კულტურა, ხელოვნური ინტელექტი, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, სოფლის მეურნეობა. ასევე, საქართველოს დელეგაცია საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაში, სადაც 40-მდე ქართული კომპანიაა წარმოდგენილი. ეს ვიზიტი არის უმნიშვნელოვანესი ორმხრივი ურთიერთობებისთვის, როგორც იცით ჩვენ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს და ამ ვიზიტით ამ სტრატეგიულ პარტნიორობასაც აღვნიშნავთ”, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში

💊 სასიხარულო ინფორმაცია: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა.