გია აბაშიძე: ნაცმარგინალები ზეიმობენ, “დიპ სტეიტის” ბენეფიციარმა “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) ბიძინა ივანიშვილი მედიის ე.წ. “მიმტაცებლად” შერაცხა, თუმცა არ იმჩნევენ, რომ RSF ტრამპის მოწინააღმდეგეცაა, მის სპონსორთა სიაში კი – სოროსი, NED, USAID, ევროკავშირი და მსგავსნი

ფრანგული RSF ე.წ. მკვლევარები ირწმუნებიან, რომ ბიძინა ივანიშვილი თითქოს პოლიტიკიდანაა წასული. მათი სამარცხვინო ლოგიკით, ალბათ, “ქართული ოცნება” პარტიზანული ორგანიზაციაა, ხოლო სალომე ზურაბიშვილი “მუდმივმოქმედი პრეზიდენტი” – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, მედიის მდგომარეობის გლობალური შეფასებებისას, RSF-ს ხშირად გამორჩენია ან რბილად გაუკრიტიკებია თავის დროზე ულტრამემარცხენეების მიერ მართული აშშ-ის აღმასრულებელნი და ამჟამად მაკრონის ეპოქის საფრანგეთი. ასე რომ დასკვნა მარტივია – ვინც იხდის, ის უკვეთავს “დასკვნა-შეფასებებს”.

„ნაცმარგინალები ზეიმობენ, “დიპ სტეიტის” ბენეფიციარმა “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) ბიძინა ივანიშვილი მედიის ე.წ. “მიმტაცებლად” შერაცხა, თუმცა არ იმჩნევენ, რომ RSF ტრამპის მოწინააღმდეგეცაა, მის სპონსორთა სიაში კი – სოროსი, NED, USAID, ევროკავშირი და მსგავსნი.

ფრანგული RSF ე.წ. მკვლევარები ირწმუნებიან, რომ ბიძინა ივანიშვილი თითქოს პოლიტიკიდანაა წასული. მათი სამარცხვინო ლოგიკით, ალბათ, “ქართული ოცნება” პარტიზანული ორგანიზაციაა, ხოლო სალომე ზურაბიშვილი “მუდმივმოქმედი პრეზიდენტი” .
საჯარო წყაროებიდან აშკარად ჩანს, რომ RSF-ის (Reporters sans frontières) შეფასებები არაერთხელ დაადანაშაულეს მიკერძოებაში და პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებაში.

ყბადაღებული პუტინისა და ლუკაშენკოს თემები რომ გვერდით გავწიოთ, RSF უპირისპირდება ყველა იმ პოლიტიკოსს, რომელიც სუვერენიტეტისტია. განსაკუთრებით კონსერვატორებს. ამ პარიზული, ვითომ მიუკერძოებული ორგანიზაციის სამიზნეთა სიაშია: ტრამპი (პირველი ვადისას) ორბანი, ფიცო, მასკი, ნეთანიაჰუ, მოდი და სხვა.
წლებია ფრანგულ RSF-ს აზიანებს არაერთი ცნობა, რომ გამოირჩევა არაზუსტი დასკვნებით, შერჩევითი ფოკუსითა და აღქმებზე დაფუძნებული ანალიზით. მედიის მდგომარეობის გლობალური შეფასებებისას კი, RSF-ს ხშირად გამორჩენია ან რბილად გაუკრიტიკებია თავის დროზე ულტრამემარცხენეების მიერ მართული აშშ-ის აღმასრულებელნი და ამჟამად მაკრონის ეპოქის საფრანგეთი.

ასე რომ დასკვნა მარტივია – ვინც იხდის, ის უკვეთავს “დასკვნა-შეფასებებს” – წერს აბაშიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა ქართველთა უმთავრესი ანდერძი – „მამული, ენა,...

ჩვენი წარსული მდიდარია თვალსაჩინო საერო თუ სასულიერო მოღვაწეებით, თუმცა ილია ჭავჭავაძე იყო ერთადერთი, რომელსაც ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე, დამსახურებლად და დიდი სიყვარულით უწოდა „ერის მამა“,...