„დღეს ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა შეგვახსენა, რომ ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) წარმატებულად შეუერთდა ცილისმწამებლურ ანტიქართულ კამპანიას, რომელსაც “დიპ სტეიტი” აწარმოებს ჩვენი სამშობლოს წანააღმდეგ,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, რითაც ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს ეხმაურება.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა მედია ავტორიტარულ-დიქტატორული მმართველობის მსახურებისგან გაათავისუფლა, მისცა მაქსიმალური თავისუფლება ოპოზიციურ საინფორმაციო, სარედაქციო პოლიტიკას, როგორც ტელევიზიით, ასევე რადიომაუწყებლობით და ინტერნეტ მედიასაშუალებებით.
„დღეს ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა შეგვახსენა, რომ ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) წარმატებულად შეუერთდა ცილისმწამებლურ ანტიქართულ კამპანიას, რომელსაც “დიპ სტეიტი” აწარმოებს ჩვენი სამშობლოს წანააღმდეგ. თურმე საქართველოში მედია მიტაცებული ყოფილა ბიძინა ივანიშვილის მიერ, რომელმაც 2012 წლიდან მოყოლებული, ერთ-ერთი მთავარი, რაც გააკეთა – მედია ავტორიტარული დიქტატორული მმართველობის მსახურებისგან გაათავისუფლა და მისცა მაქსიმალური თავისუფლება ოპოზიციურ საინფორმაციო, სარედაქციო პოლიტიკას, როგორც ტელევიზიით, ასევე რადიომაუწყებლობით და ინტერნეტ მედიასაშუალებებით.
ამ ორგანიზაციამ „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ 2025 წლის 34-კაციან სიაში ბიძინა ივანიშვილი შეიყვანა, სადაც ერთი მინიშნებითაც არ არის ნახსენები, არც მოლდოვას და არც უკრაინის პრეზიდენტები – მაია სანდუ და ვოლოდიმირ ზელენსკი. ერთხელაც გავიხსენოთ ამ ქვეყნებში “სიტყვის თავისუფლებისა” და “აზრის გამოხატვის” სფეროებში არსებული ვითარება:
მოლდოვა – დაიხურა 10 ტელეკომპანია. 6 არხის (Primul în Moldova, RTR Moldova, Accent TV, NTV Moldova, TV6, Orhei TV) – მაუწყებლობის ლიცენზიები შეჩერდა 2022 წლის 16 დეკემბერს. კიდევ მინიმუმ 4 არხი, რომლებიც დაკავშირებულია პლახოტნიუკთან/”შორთან” – გადაწყვეტილებები მიღებულ იქნა 2023 წლის ნოემბერში.
უკრაინა – დაიხურა არა ნაკლებ 6 ცენტრალური ტელეკომპანია. 112 Ukraine, NewsOne, ZIK ეთერიდან მოხსნა მოხდა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სანქციის გადაწყვეტილებით 2021 წლის 2 თებერვალს.
Pershyi Nezalezhnyi (First Independent) – მაუწყებლობა ფაქტობრივად შეჩერდა გახსნიდან მალევე, 2021 წლის თებერვალში; მოგვიანებით დამატებითი სანქციები დაწესდა 2021 წლის დეკემბერში; UkrLive – სანქციები დაუწესდა 2021 წლის 29 დეკემბერს.
NASH – დაბლოკვა/დახურვა სანქციების საფუძველზე 2022 წლის თებერვალში (ეთერი) და საბოლოოდ აიკრძალა – 2023 წლის 8 ივნისს.
საქართველოში 2012 წლის 1 ოქტომბრიდან, სახელმწიფოს თუ ბიძინა ივანიშვილის პირადი ჩარევის საფუძველზე არ დახურულა არც ერთი, მათ შორის, ოპოზიციური პარტიული ტელევიზია. ამ უტყუარი ფაქტების წინაშე, “რეპორტიორების საზღვრის გარეშე”-ს უსამართლობისა და ცილისწამების მატარებელი გადაწყვეტილება, ასიმეტრიულად, სავსებით ჯდება “დიპ სტეიტის” დანარჩენი მარიონეტი-ორგანიზაციების ბოლოდროინდელ პერფორმანსებში, როდესაც მთელ რიგ ქართველ კანონის დამრღვევს აჯილდოვებენ სხვადასხვა პრემიით და ამით ჩვენს ქვეყანაში დანაშაულის ჩადენას ახალისებენ…“ – წერს დავით ქართველიშვილი.









