გრძელვადიანი ხედვის რეიტინგით საქართველოს მთავრობა ევროპის საუკეთესო სამეულშია

ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში, გრძელვადიანი ხედვის რეიტინგს აქვეყნებს.

https://chandlergovernmentindex.com/countries/georgia/

საქართველოს მთავრობამ მაღალი შეფასება მიღო, გრძელვადიანი ხედვით მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში 16-ე პოზიციაზე მოხვდა და ევროპის საუკეთესო სამეულში გამწესდა. საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის 5 ქვეყანას, ევროკავშირის, შენგენის ზონის და ნატოს წევრ 31 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: დიდი ბრიტანეთი, იაპონია, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, შვედეთი, ესპანეთი, პორტუგალია, ბელგია, ირლანდია, ისლანდია, დანია, ნორვეგია, ფინეთი, ავსტრია, ჩეხეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი, სლოვენია, ხორვატია, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, საბერძნეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, მალტა, კვიპროსი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, თურქეთი.

ევროპის საუკეთესო სამეული ასე ჩამოყალიბდა: ლუქსემბურგი, შვეიცარია და საქართველო.

მთავრობის გრძელვადიანი ხედვის რეიტინგი ეფუძნება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალურ გამოკითხვას თემაზე რამდენად აქვთ სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს გრძელვადიანი ხედვა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა ქართველთა უმთავრესი ანდერძი – „მამული, ენა,...

ჩვენი წარსული მდიდარია თვალსაჩინო საერო თუ სასულიერო მოღვაწეებით, თუმცა ილია ჭავჭავაძე იყო ერთადერთი, რომელსაც ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე, დამსახურებლად და დიდი სიყვარულით უწოდა „ერის მამა“,...