3 ნოემბერი, ორშაბათი, 2025
3 ნოემბერი, ორშაბათი, 2025

ზაზა დობორჯგინიძე ხაზარაძეზე: ალტ ინფოსთან და სხვა ულტრა კონსერვატიულ ჯგუფებთან უნისონში თესავს ლელო უაზრო მორალურ პანიკას “არაბების შემოსევაზე” და ანკლავებზე, ადამიანი, რომელმაც ანაკლიაში ხარისხიანი ინვესტორის პოვნის ნაცვლად, საკუთარ ქვეყანას უჩივლა და ჩვენი ჯიბიდან უნდოდა 2 მილიარდის ამოღება

ალტ ინფოსთან და სხვა ულტრა კონსერვატიულ ჯგუფებთან უნისონში თესავს ლელო უაზრო მორალურ პანიკას “არაბების შემოსევაზე” და ანკლავებზე, ადამიანი, რომელმაც ანაკლიაში ხარისხიანი ინვესტორის პოვნის ნაცვლად, საკუთარ ქვეყანას უჩივლა და ჩვენი ჯიბიდან უნდოდა 2 მილიარდის ამოღება და ორი არბიტრაჟი წააგო, – ასე ეხმიანება პოლიტიკის ექსპერტი, ზაზა დობორჯგინიძე, მამუკა ხაზარაძის მიერ არაბული ინვესტიციების წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას.

ზაზა დობორჯგინიძე საუბრობს იმ დადებით მხარეებზე, რაც არაბულ ინვესტიციას შეუძლია მოუტანოს უშუალოდ ბათუმის ტურისტულ სექტორს.

“მამუკა ხაზარაძემ აწ უკვე ხაზარვიზიად ქცეულ ფორმულაზე განაცხადა, სადაც ჩვენი წინაპრები სისხლს ღვრიდნენ, 30 000 არაბის ჩამოსახლებას აპირებენო.

ალტ ინფოსთან და სხვა ულტრა კონსერვატიულ ჯგუფებთან უნისონში თესავს ლელო უაზრო მორალურ პანიკას “არაბების შემოსევაზე” და ანკლავებზე, ადამიანი, რომელმაც ანაკლიაში ხარისხიანი ინვესტორის პოვნის ნაცვლად, საკუთარ ქვეყანას უჩივლა და ჩვენი ჯიბიდან უნდოდა 2 მილიარდის ამოღება და ორი არბიტრაჟი წააგო.

ლელოს ორლარიანი პოპულიზმი არ მიკვირს, მაგრამ ეს ფსევდო- კონსერვატიზმი და დასავლეთ ევროპის და მდიდარი ქვეყნების საიმიგრაციო კრიზისის საქართველოზე პროეცირება კონტექსტის და რეალობის იგნორირებაა.

6 მილიარდიანი ინვესტიცია არის კარგი ამბავი როგორც სამუშაო ადგილებისთვის, ისე ზრდისთვის, განსაკუთრებით აჭარის ტურისტული სექტორისათვის დიდი ბუსტი იქნება და აბო თბილელზე პათეტიკური სადღეგრძელოებით მსჯელობა სასაცილოა უბრალოდ, დამშვიდდით არავის თქვენი გენები არაფერში არ სჭირდება, არ წაგართმევენ, მითუმეტეს დუბაიდან მასობრივად არავინ ჩამომსვლელი არაა”,- წერს ზაზა დობორჯგინიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები