ლარს გიუნტერმა (AfD), სახელმწიფო პარლამენტის წევრმა და ბად ფრაიენვალდეს ადგილობრივი საბჭოს თავმჯდომარემ, საჩივარი შეიტანა ბრანდენბურგის სახელმწიფო პროკურატურაში.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ამის მიზეზი საფოსტო ხმების დათვლის შედეგია, რომლის შემდეგაც, AfD-მ ქალაქის ადმინისტრაცია დარღვევებში დაადანაშაულა და შესაბამისად, განმეორებითი არჩევნების ჩატარებას ითხოვს.
ამ ინფორმაციას ეხმიანება “ალტერნატივა გერმანიისთვის” წევრი, რენე სპრინგერი, რომლის განმარტებითაც, 19 ოქტომბერს გამართულ მერის არჩევნებში, თორმეტი საარჩევნო ოლქის დათვლის შემდეგ, AfD-ის მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდოდატი, ფრანკ ფეტელი, ხმების 54.7 პროცენტით ლიდერობდა. საფოსტო ბიულეტენებმა ვითარება CDU-ს კანდიდატის, ულრიკე ჰაიდემანის სასარგებლოდ შეცვალა, რომელმაც 160 ხმის სხვაობით გაიმარჯვა კიდეც.
AfD-ში მიიჩნევენ, რომ სწორედ ფოსტის საშუალებით ხმის მიცემისას მოხდა მასიური დარღვევები
“როგორც ჩანს, არა მხოლოდ AfD-მ, არამედ საზოგადოებრივი წესრიგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა და ქალაქ ბად ფრაიენვალდის საარჩევნო კომისრის მოადგილემ აღძრეს სისხლის სამართლის საქმე საკუთარი ქალაქის ადმინისტრაციის წინააღმდეგ არჩევნების გაყალბების ეჭვის საფუძველზე და ამავდროულად განაცხადეს თანამდებობიდან გადადგომის შესახებ 2025 წლის 31 ოქტომბერს. ეს უკიდურესად საგანგაშოა და მოითხოვს პროკურატურის მიერ საფუძვლიან გამოძიებას.
19 ოქტომბერს გამართულ მერის არჩევნებში, თორმეტი საარჩევნო ოლქის დათვლის შემდეგ, დამოუკიდებელი კანდიდატი ფრანკ ფეტელი, რომელსაც AfD უჭერდა მხარს, ხმების 54.7 პროცენტით ლიდერობდა. საფოსტო ბიულეტენებმა ვითარება CDU-ს კანდიდატის, ულრიკე ჰაიდემანის სასარგებლოდ შეცვალა, რომელმაც საბოლოოდ 51.6 პროცენტით – მხოლოდ 160 ხმის სხვაობით – გაიმარჯვა. საფოსტო ბიულეტენები გადამწყვეტი აღმოჩნდა და სწორედ აქ მოხდა მასიური დარღვევები.
ქალაქის ადმინისტრაციის ცნობით, არჩევნების მეორე ტურში 400-ზე მეტი ბიულეტენი ორჯერ გაიგზავნა. ზოგიერთ შემთხვევაში, მოქალაქეებმა ბიულეტენები მათი მოთხოვნის გარეშე მიიღეს. მერის მოადგილემ „ტექნიკურ შეცდომაზე“ ისაუბრა დამაჯერებელი ახსნა-განმარტების გარეშე.” – წერს რენე სპრინგერი X-ზე.
https://x.com/Rene_Springer/status/1984257046498177217?t=xhLboqh_KFb8yykgb5xV3A&s=08









