დავით ქართველიშვილი: სააკაშვილისგან განსხვავებით, აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირები, მოსალოდნელი არეულობის და სამოქალაქო დაპირისპირების მოლოდინში, საცხოვრებლად ვაშინგტონის მახლობლად მდებარე სამხედრო ბაზებზე გადადიან

„შავნაბადას ბაზა გამახსენდა სააკაშვილის მმართველობის დროს – თუმცა მანდ არა იმდენად პირადი უსაფრთხოების მიზნით ცხოვრობდა, რამდენადაც პაემნების მოსაწყობად იყენებდა,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილისგან განსხვავებით, ამერიკის მაღალი თანამდებობის პირები, მოსალოდნელი არეულობის და სამოქალაქო დაპირისპირების მოლოდინში, საცხოვრებლად ვაშინგტონის მახლობლად მდებარე სამხედრო ბაზებზე გადადიან.

„შავნაბადას ბაზა გამახსენდა სააკაშვილის მმართველობის დროს – თუმცა მანდ არა იმდენად პირადი უსაფრთხოების მიზნით ცხოვრობდა, რამდენადაც პაემნების მოსაწყობად იყენებდა.

სააკაშვილისგან განსხვავებით, აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირები, მოსალოდნელი არეულობის და სამოქალაქო დაპირისპირების მოლოდინში, საცხოვრებლად ვაშინგტონის მახლობლად მდებარე სამხედრო ბაზებზე გადადიან. მათ შორის არიან: ეროვნული უსაფრთხოების მდივანი კრისტი ნოემი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეთი, არმიის შტაბის უფროსი დენიელ დრისკოლი და პრეზიდენტის მრჩევლები სტივენ და კეიტი მილერები. ამერიკისთვის, სამოქალაქო ომის გზით, ახალ სოციალურ და ტექნოლოგიურ წესრიგზე გადასვლა კარგად გამოცდილი და ეფექტური სტრატეგიაა. თუმცა, არა მხოლოდ ამერიკისთვის…“ – წერს დავით ქართველიშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა ქართველთა უმთავრესი ანდერძი – „მამული, ენა,...

ჩვენი წარსული მდიდარია თვალსაჩინო საერო თუ სასულიერო მოღვაწეებით, თუმცა ილია ჭავჭავაძე იყო ერთადერთი, რომელსაც ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე, დამსახურებლად და დიდი სიყვარულით უწოდა „ერის მამა“,...