29 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2025
29 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2025

ნინო ფოჩხუა ნინო დათაშვილისთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის გადაწყვეტილებაზე: მიუხედავად ჩადენილი დანაშაულისა, რომელიც ყველა განვითარებულ ქვეყანაში ბევრად მკაცრ სასჯელს ითვალისწინებს, საქართველოს პროკურატურა ამ ქეისს მიუდგა ჰუმანურობის მაღალი სტანდარტით

ექსპერტი ნინო ფოჩხუა, სოციალურ ქსელში, ბრალდებულ ნინო დათაშვილსთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის გადაწყვეტილებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ „ ყველა ვხედავთ თუ როგორ უკომპრომისო ბრძოლას აწარმოებს საქართველოს პროკურატურა დანაშაულთან მიმართებაში, მაგრამ არც ჰუმანური მიდგომები ავიწყდება, რისთვისაც მადლობა მათ.“

როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, დღევანდელი ხელისუფლების მუშაობის პრინციპი მაღალ სტანდარტზეა ასული.

„მიუხედავად ჩადენილი დანაშაულისა, რომელიც ყველა განვითარებულ ქვეყანაში ბევრად მკაცრ სასჯელს ითვალისწინებს, საქართველოს პროკურატურა ამ ქეისს მიუდგა ჰუმანურობის მაღალი სტანდარტით.

ყველა ვხედავთ თუ როგორ უკომპრომისო ბრძოლას აწარმოებს საქართველოს პროკურატურა დანაშაულთან მიმართებაში, მაგრამ არც ჰუმანური მიდგომები ავიწყდება, რისთვისაც მადლობა მათ.

აღარ მინდა პარალელი გავავლო სააკაშვილის პროკურატურის მუშაობასთან დღევანდელი პროკურატურის მუშაობა, მაგრამ არც დავიწყება შეიძლება.

დღევანდელი ხელისუფლების მუშაობის პრინციპი მაღალ სტანდარტზეა ასული, ადამიანი უპირველეს ყოვლისა.“ – წერს ფოჩხუა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები