29 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2025
29 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2025

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“: დღეს ევროკავშირში თითქმის სრულად დეგრადირდა ყველა ევროპული ფასეულობა, ხოლო ბრიუსელის ბიუროკრატები არა ევროპულ იდეას, არამედ არაფორმალურ ოლიგარქიულ მმართველებს ემსახურებიან

აშკარაა, რომ დღეს ევროკავშირში თითქმის სრულად დეგრადირდა ყველა ევროპული ფასეულობა, ხოლო ბრიუსელის ბიუროკრატები არა ევროპულ იდეას, არამედ არაფორმალურ ოლიგარქიულ მმართველებს ემსახურებიან და ღიად უჭერენ მხარს საქართველოში იმ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომელთა მიზანი ხალხის განულებული მხარდაჭერის ფონზე, ხელისუფლების ძალადობრივი დამხობაა, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა, ვატო შაქარიშვილმა მოძრაობის მიერ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის ლგბტ თემისადმი მხარდაჭერა გადაზრდილია აგრესიულ პროპაგანდაში, რომელიც მიმართულია ტრადიციული და რელიგიური ღირებულებების, განსაკუთრებით კი – ქრისტიანობის, ეროვნული იდენტობის და კულტურული ტრადიციების წინააღმდეგ.

„ამის პარალელურად, ევროკავშირში მთელი სიმძაფრით მძვინვარებს ლგბტ-პროპაგანდა, ღიად ებრძვიან ქრისტიანობას, ქვეყანათა იდენტობას, წარსულს და ტრადიციებს. უკიდურესი საფრთხის წინაშე დგას ახალგაზრდობა. ბოლოს მიღებული ლგბტ-სტრატეგია 2026/2030, რომელსაც ხელს ურსულა ფონ დერ ლაიენი აწერს და რომელიც სავალდებულოა შესასრულებლად წევრი, ასევე მოლაპარაკებაში მყოფი ქვეყნებისთვის − ევროპის ახალგაზრდა თაობას, მორალურთან ერთად, ფიზიკურ დეგრადირებას უქადის“, – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები