29 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2025
29 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2025

ლიზა გეგეჭკორი ბრალდებული დათაშვილის პატიმრობის გირაოთი შეცვლაზე: მაფიქრებს რადიკალური სექტის ყალბი აღტაცება, რომელიც რევანშს მონატრებული, სახელმწიფოს ჰუმანურობას საკუთარ გამარჯვებად ასაღებს. არაფერი გამოვა მაგ ამბიდან, რადგან ყველა ძალიან კარგად ხედავს რეალობას

საქართველოს პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოძალადე, მანდატურზე ხელის დამრტყმელი ვინმე დათაშვილი გაათავისუფლოს პატიმრობიდან. მისასალმებელია, როდესაც ადამიანს, რაც უნდა ჰქონდეს დაშავებული, ჯანმრთელობის პრობლემა თუ აქვს – სახელმწიფო ბრალდება ეპყრობა ჰუმანურად, – ამის შესახებ ტელეწამყვანი, ლიზა გეგჭკორი წერს სოციალურ ქსელში.

ლიზა გეგჭკორის განცხადებით, მას ამ შემთხვევაში აფიქრებს „რადიკალური სექტის ყალბი აღტაცება, რომელიც რევანშს მონატრებული, სახელმწიფოს ჰუმანურობას საკუთარ გამარჯვებად ასაღებს“ და აცხადებს, რომ ამ ამბიდან არაფერი გამოვა, რამდენადაც საქმე გვაქვს ჰუმანურობის პრინციპის გამოყენებასთან სახელმწიფო ბრალდების მხრიდან.

„საქართველოს პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოძალადე, მანდატურზე ხელის დამრტყმელი ვინმე დათაშვილი გაათავისუფლოს პატიმრობიდან. მისასალმებელია, როდესაც ადამიანს, რაც უნდა ჰქონდეს დაშავებული, ჯანმრთელობის პრობლემა თუ აქვს – სახელმწიფო ბრალდება ეპყრობა ჰუმანურად.

ახლა არ დავიწყებ იმის გახსენებას, თუ რა დამოკიდებულება ჰქონდა წინა ხელისუფლებას პატიმრების მიმრთ, როდესაც დღე არ გავიდოდა, რომელიმე ციხიდან ერთი მიცვალებული არ გამოეყვანათ.

აქ უფრო მაფიქრებს რადიკალური სექტის ყალბი აღტაცება, რომელიც რევანშს მონატრებული, სახელმწიფოს ჰუმანურობას საკუთარ გამარჯვებად ასაღებს. არაფერი გამოვა მაგ ამბიდან, რადგან ყველა ძალიან კარგად ხედავს რეალობას. რეალობა კი მარტივია – პატიმარს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, პროკურატურა ამას ითვალისწინებს და ჰუმანურობის პრინციპის დაცვით, მას ათავისუფლებს.
მისასალმებელია“,- წერს ლიზა გეგეჭკორი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები