„ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს” დამფუძნებელი, გიორგი აბაშიშვილი სოციალურ ქსელში Eagle Hills-ის პროექტების გამკრიტიკებლებს პასუხობს და აცხადებს, რომ „სულ რომ არცერთი ფაქტი არ დასახელდეს და შევხედოთ ვინ საუბრობს კომპანიასა თუ მის დამფუძნებელზე – ბევრი რამ ისედაც ცხადია“.
„მხოლოდ ფაქტები ქვეყნისათვის უპრეცედენტო ინვესტიციის, Eagle Hills-ის და ბატონი ალაბარის შესახებ.
“სახელმწიფო ინტერესების სრული დაცვით ხელმოწერილი ხელშეკრულებით ჩვენ მივიღეთ უდიდესი მოცულობის უპრეცედენტო ინვესტიცია” – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა ქალბატონმა ქვრივიშვილმა და სწორედ სახელწიფო ინტერესების ხაზგასმა აღმოჩნდა, “წითელი ხაზი” ქვეყნის “შიდა თაღლითებისათვის”.
სულ რომ არცერთი ფაქტი არ დასახელდეს და შევხედოთ ვინ საუბრობს კომპანიასა თუ მის დამფუძნებელზე – ბევრი რამ ისედაც ცხადია. უფრო კონკრეტულად, სამი კატეგორიის ადამიანები აკრიტიკებენ პროექტს:
1. ადამიანები, რომლებიც გამოჩნდა, რომ სახელმწიფო პრივილეგიების გარეშე ვერაფერს აკეთებენ და მათ თაღლითობას არამხოლოდ ადგილობრივი სასამართლო არამედ საერთაშორისო საარბიტრაჟო დავებიც ადასტურებს
2. ადამიანები, რომლებიც ყოფილი “ჩინოვნიკები” იყვნენ და ყველაზე მსუბუქად რომ ვთქვათ წარუმატებელ და ჩავარდნილ ინიციატივებთან ასოცირდებიან
3. ადამიანები, რომლებიც არიან “არავინ” და ცდილობენ რამე თქვან, რათა მივხვდეთ, რომ ქართული სიტყვები იციან და თან იქნებ პარტიაში შეაქონ“- აღნიშნავს აბაშიშვილი.
აბაშიშვილი ფაქტებზე დაყრდნობით ყურადღებას ამახვილებს იმ სარგებელზე, რასაც ქვეყანა და მისი ეკონომიკა აღნიშნული პროექტებით მიიღებს.
„მოკლედ, კვლავ სახეზეა პოლიტიკურად მოტივირებული
კრიტიკა VS კვალიფიციური მსჯელობა/ფაქტები
ფაქტები კი შემდეგია:
– Eagle Hills-ი მეტად პოზიციონირებს ევროპულ ბაზრებზე
– Eagle Hills-ი საქართველოში უპრეცედენტო, რეკორდული მოცულობის – $6,5 მილიარდზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს
– თბილისსა და გონიოში 30 ათასსზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება
– მოსალოდნელია ტურისტთა ნაკადის 350 ათასზე მეტით ზრდა ყოველწლიურად
– პროექტი დამატებით დაასტიმულირებს 10 მილიარდ დოლარზე მეტ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციას
– საქართველო პროექტების პარტნიორად და კომპანიის 33%-იანი წილის თანამესაკუთრედ განისაზღვრა, სახელმწიფო დარჩა მიწის თანამესაკუთრედ, ისევე როგორც პოტენციურად ასაშენებელი აქტივების. ეს ნიშნავს, რომ პროექტის თანაპარტნიორობიდან ქვეყნის ბიუჯეტი, პირდაპირ ეკონომიკურ სარგებელს და შემოსავალს მიიღებს.
სწორედ, მინისტრი ქვრივიშვლის მიერ ხაზგასმული – სახელმწიფო ინტრესებით ხელმოწერას არაერთხელ გაუსვა ხაზი ინვესტორმა, მათ შორის, საკუთარ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში სადაც აღნიშნავს, რომ “Eagle Hills-ის განსახორციელებელი პროექტის მიზნები სრულად ემთხვევა საქართველოს ეროვნული ზრდის დღის წესრიგს, ხელს უწყობს მდგრადი ტურიზმის განვითარებას, ხელს უწყობს მიწის პასუხისმგებლიან გამოყენებას და ხელს უწყობს ქვეყნის გრძელვადიან განვითარებას”
ბატონი ალაბარის შესახებ ვისაც უნდა იმსჯელოს ოპოზიციური პროპაგანდისტულ-პროვინციული მედიის ინფოს მიხედვით, თუმცა ალბათ ჯობს გავეცნოთ ორ ახალ ინფორმაციას Financial Times-დან და Forbes-დან – ლინკებს თან ვურთავ – ამ სტატიებიდან. იმეცადინეთ
FORBES – https://www.forbesmiddleeast.com/…/the-worlds-richest…/
Financial Times – https://www.ft.com/con…/25c68ef2-196d-44ee-9cbb-e2e16eb43af9“- წერს აბაშიშვილი









