29 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2025
29 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2025

სალომე ზურაბიშვილი – „რუსულმა“ რეჟიმმა გადაწყვიტა აკრძალოს სამივე მთავარი ოპოზიციური პარტია – მკაცრად ვგმობ ამ გადაწყვეტილებას, რომლის მიზანი საქართველოს რუსული ტიპის ავტორიტარულ რეჟიმამდე დაყვანაა

სალომე ზურაბიშვილი – „რუსულმა“ რეჟიმმა გადაწყვიტა აკრძალოს სამივე მთავარი ოპოზიციური პარტია – მკაცრად ვგმობ ამ გადაწყვეტილებას, რომლის მიზანი საქართველოს რუსული ტიპის ავტორიტარულ რეჟიმამდე დაყვანაა საბოლოო ნაბიჯი საქართველოში არსებულ ტერორში! ყველა ინდივიდუალური და კოლექტიური თავისუფლების შეზღუდვის შემდეგ, „რუსულმა“ რეჟიმმა გადაწყვიტა აკრძალოს სამივე მთავარი ოპოზიციური პარტია, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების მიზანი საქართველოს რუსული ტიპის ავტორიტარულ რეჟიმად ქცევაა.

„მკაცრად ვგმობ ამ გადაწყვეტილებას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს რუსული ტიპის ავტორიტარულ რეჟიმამდე დაყვანას“, – წერს ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს 3 პარტიის აკრძალვის მოთხოვნით მიმართავს. პაპუაშვილის ინფორმაციით, მმართველი პარტიის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელით შემდეგი პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობას და აკრძალვას მოითხოვენ: „ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო – ლელო“.

ავტორი:

ბოლო სიახლეები