29 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2025
29 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2025

გახარიას პარტიის წევრებმა პარლამენტში ფრაქცია შექმნეს – ფრაქცია 10 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი, წევრებს შორის არ არის ჯემალ ანანიძე

გახარიას პარტიის წევრებმა პარლამენტში ფრაქცია შექმნეს – ფრაქცია 10 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი, წევრებს შორის არ არის ჯემალ ანანიძე
პარტია „გახარიას საქართველოსთვის“ წევრებმა პარლამენტში ფრაქცია სახელწოდებით – „საქართველოსთვის“ შექმნეს. ფრაქციას შალვა კერესელიძე უხელმძღვანელებს.

ფრაქციის რეგისტრაციის თაობაზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა იმსჯელა და მისი რეგისტრაცია მიზანშეწონილად ჩათვალა.

ამასთან, როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა, ფრაქცია 10 დეპუტატის შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი. ფრაქციის წევრებს შორის არ არის ჯემალ ანანიძე, რომლის მანდატიც პარლამენტმა გახარიას პარტიის სხვა ადგილმონაცვლე წევრებთან ერთად სცნო.

როგორც ცნობილია, პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ 12 საპარლამენტო მანდატი აქვს და პარლამენტის მიერ პარტიის 12 წევრის უფლებამოსილებაა ცნობილი. მათგან ერთმა – რუსუდან თევზაძემ საპარლამენტო საქმიანობის დაწყებასა და მანდატის გამოყენებაზე უარი თქვა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები