29 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2025
29 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2025

გედევან ფოფხაძე და აქტივისტები პარლამენტთან შიმშილობას იწყებენ

გედევან ფოფხაძე და აქტივისტები პარლამენტთან შიმშილობას იწყებენ
გედევან ფოფხაძემ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დღეიდან შიმშილობას იწყებს.

მასთან ერთად შიმშილობა გამოაცხადეს დარეჯან ცხვიტარიამ და კიდევ რამდენიმე აქტივისტმა.

მათი მოთხოვნაა, გათავისუფლდნენ “პოლიტპატიმრები” და “დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები”.

“კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, გედევან ფოფხაძის განცხადებით, საჭიროა შიმშილობით პროტესტის ახალი კერის გაჩენა.

„შეიქმნა ისეთი რეალობა, როდესაც პროტესტის მონაწილეებს ყოველდღიურად იჭერენ. ქვეყანა დიდი ნაბიჯებით მიდის დიქტატურისკენ, ერთადერთი, რაც ამ პროცესს შეაჩერებს არის პროტესტის ახალი ფორმა. თუ ჩვენ არ შევთანხმდებით იმაზე, რომ ქვეყანაში არ უნდა იყოს გაყალბებული არჩევნებით არჩეული პარლამენტი და პოლიტპატიმრები, ქვეყანა ვერ განვითარდება. ქუჩის გადაკეტვა არ არის პროტესტის ერთადერთი ფორმა, რომელიც უნდა გამოვიყენოთ. შიმშილობით უნდა მოვახდინოთ პროტესტის ახალი კერის გაჩენა. რასაც ხელისუფლება რუსთაველის გამზირის გადაკეტვის გამო აკეთებს, ამას უნდა დავუპირისპიროთ პროტესტის ახალი ფორმა. ეს არ არის რადიკალურად ახალი ფორმა, მაგრამ არის ეფექტური. ჩემი აზრით, ამ ვითარებაში ადეკვატურია იმ ვითარებიდან გამომდინარე, რაც ხელისუფლებამ შექმნა“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები