29 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2025
29 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2025

ლავროვი: მოსკოვი მზად არის ნატოს თავდაუსხმელობის გარანტია მისცეს

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ მოსკოვი მზად არის ნატოს თავდაუსხმელობის გარანტია მისცეს.

მისი თქმით, რუსეთს შეუძლია საერთო უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში ნატოზე თავდასხმის განზრახვების არ არსებობის გარანტიაც ჩაწეროს.

ამასთან, რუსეთის პირველმა დიპლომატმა ალიანსი უკრაინაში ომის გახანგრძლივებაში დაადანაშაულა, თქვა, რომ ევროპა ახალი დიდი ომისთვის ემზადება და ნატოს წევრი სახელმწიფოების ლიდერები არწმუნებენ შეერთებულ შტატებს, უარი თქვას უკრაინაში სამშვიდობო ძალისხმევაზე.

„სხვათა შორის, ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ნატოს ან ევროკავშირის მოქმედ არცერთ წევრ სახელმწიფოზე თავდასხმას არ ვგეგმავთ. ჩვენ მზად ვართ დავადასტუროთ ჩვენი პოზიცია ევრაზიის ამ ნაწილში უსაფრთხოების გარანტიებში“, – აღნიშნა ლავროვმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები