„ქართული ოცნება“ პარლამენტში ინტერპელაციის წესით ირაკლი კობახიძეს იბარებს

ფრაქცია „ქართული ოცნება“ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით, პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს იბარებს.

კობახიძის ინტერპელაციის ფორმატში მოსმენა ნოემბრის ბოლო კვირას გაიმართება.

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, კითხვები, რომელსაც კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უნდა უპასუხოს, განათლების რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხება.

„შემოვიდა, ასევე, შემდეგი ინტერპელაციის კითხვები ფრაქცია „ქართული ოცნებისგან“, პრემიერ-მინისტრის მიმართ. როგორც იცით, ყოველი თვის ბოლო სასესიო კვირას არის შესაძლებლობა პრემიერ-მინისტრის ინტერპელაციისა და საჭირო არის ამისთვის, რომ პლენარული სხდომის კვირაზე ერთი კვირით ადრე იყოს კითხვები დასმული. ვინაიდან მიმდინარე კვირისთვის ეს ვადა გაშვებულია, მომავალ თვეში, 26-27 ნოემბერი უწევს ოთხშაბათი-ხუთშაბათი.

25 ნოემბრის კვირაში იქნება პრემიერ-მინისტრის მოსმენა ინტერპელაციის პროცედურით და ინტერპელაციის კითხვები ეხება განათლების რეფორმის საკითხებს, უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციას, რომელიც დაანონსებულია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტში პირველი ინტერპელაცია ხვალ გაიმართება. ინტერპელაციის პროცედურით „ქართულმა ოცნებამ“ ინფრასტრუქტურის მინისტრი მოიწვია.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა ქართველთა უმთავრესი ანდერძი – „მამული, ენა,...

ჩვენი წარსული მდიდარია თვალსაჩინო საერო თუ სასულიერო მოღვაწეებით, თუმცა ილია ჭავჭავაძე იყო ერთადერთი, რომელსაც ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე, დამსახურებლად და დიდი სიყვარულით უწოდა „ერის მამა“,...