29 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2025
29 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2025

Reuters: აშშ, გერმანიის მიერ კონტროლირებად “როსნეფტის” შვილობილ კომპანიებს, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისგან გაათავისუფლებს

“როიტერის” ექსკლუზიური ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანიის მიერ კონტროლირებად “როსნეფტის” შვილობილ კომპანიებს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისგან გაათავისუფლებს.

გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, სააგენტო “როიტერს” განუცხადა, რომ აშშ-ის მთავრობამ წერილობით დაადასტურა რუსეთის „როსნეფტის“ გერმანული ბიზნესის ახალი ენერგოსანქციებისგან გათავისუფლების შესახებ, რადგან ეს აქტივები აღარ არის რუსეთის კონტროლის ქვეშ.

გერმანიის ეკონომიკის მინისტრის, კატერინა რაიხეს თქმით, შეერთებულმა შტატებმა გუშინ ღამით გასცა ე.წ. „Letter of Comfort“ – დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ „როსნეფტის“ ოპერაციები გერმანიაში, სრულად არის გამიჯნული რუსული მშობელი კომპანიისგან.

გერმანია ვაშინგტონისგან განმარტებებს ითხოვდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ შემოიღო სანქციები, რომლებიც დასავლურ ბანკებსა და კლიენტებს სანქცირებულ რუსულ კომპანიებთან თანამშრომლობას უკრძალავს. ბერლინი ამტკიცებდა, რომ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, რომლებიც 2022 წლიდან გერმანიის სახელმწიფო მეურვეობის ქვეშ იმყოფებიან, „გამოყოფილია“ მშობელი ჯგუფისგან და ქვეყნის საწვავით მომარაგებისთვის კვლავ კრიტიკულად მნიშვნელოვნად რჩება.

ამ აქტივებს შორისაა PCK-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ქალაქ შვედტში, რომელიც გერმანიაში ერთ-ერთი უდიდესია და ქვეყანაში საწვავის გადამუშავების სიმძლავრის 12%-ზე მეტს უზრუნველყოფს. PCK შვედტი, რომლის 54.17%-ს „როსნეფტი“ ფლობს, ასევე ერთ-ერთი მთავარი დამსაქმებელია ბრანდენბურგში, რეგიონში, სადაც მემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) მხარდაჭერა სულ უფრო მეტად იზრდება.

https://www.reuters.com/business/energy/german-econ-minister-us-excludes-rosneft-germany-russia-sanctions-2025-10-28/

ავტორი:

ბოლო სიახლეები