ნინო ფოჩხუა: სუს-მა 2კგ. ურანის შეძენის მცდელობისას ჩინეთის სამი მოქალაქე დააკავა. დღე არ გავა, არ შევიტყოთ უსაფრთხოების სამსახურის აქტიური მუშაობის შესახებ, უმძიმესი დანაშაულები იხსნება მას შემდეგ, რაც მამუკა მდინარაძემ ჩაიბარა სუს-ის სამსახური

ექსპერტი ნინო ფოჩხუა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგს გამოეხმაურა, რომლითაც ცნობილი გახდა, რომ ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისში, 2 კილოგრამი ბირთვული მასალა – ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას ჩინეთის სამი მოქალაქე დააკავეს.

ექსპერტი ხაზს უსვამს უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მამუკა მდინარაძის აქტიურ მუშაობაზე, რომ უწყების ხელმძღვანელად მისი დანიშვნის შემდეგ უმძიმესი დანაშაულები იხსნება.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2კგ. ურანის შეძენის მცდელობისას ჩინეთის სამი მოქალაქე დააკავა. ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ დამნაშავეთა ჯგუფი გეგმავდა რადიოაქტიული ნივთიერების 400 000 აშშ დოლარად შეძენას და რუსეთის გავლით უკანონო ტრანსპორტირებას ჩინეთში.
დღე არ გავა, რომ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა, არ შევიტყოთ უსაფრთხოების სამსახურის აქტიური მუშაობის შესახებ, უმძიმესი დანაშაულები იხსნება მას შემდეგ, რაც მამუკა მდინარაძემ ჩაიბარა სუს-ის სამსახური. წარმატებას ვუსურვებ უსაფრთხოების სამსახურს და პირადად მის ხელმძღვანელს ქვეყნის საკეთილდღეოდ.“- წერს ფოჩხუა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა ქართველთა უმთავრესი ანდერძი – „მამული, ენა,...

ჩვენი წარსული მდიდარია თვალსაჩინო საერო თუ სასულიერო მოღვაწეებით, თუმცა ილია ჭავჭავაძე იყო ერთადერთი, რომელსაც ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე, დამსახურებლად და დიდი სიყვარულით უწოდა „ერის მამა“,...