25 ოქტომბერი, შაბათი, 2025
25 ოქტომბერი, შაბათი, 2025

დონალდ ტრამპ უმცროსი ჩელსი კლინტონს: შენმა მშობლებმა თეთრი სახლიდან ავეჯისა და ვერცხლის ჭურჭლის მოპარვა სცადეს… და სტაჟიორზე საერთოდ ნუ ვისაუბრებთ

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ვაჟი, დონალდ ტრამპ უმცროსი, ბილ და ჰილარი კლინტონების შვილის, ჩელსი კლინტონის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თეთრი სახლის აღმოსავლეთ ფრთის დანგრევას, ტრამპის მიერ ამერიკის მემკვიდრეობის ნგრევა და ამავდროულად დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მიზანში ამოღება უწოდა.

დონალდ ტრამპ უმცროსმა, ჩელსი კლინტონს შეახსენა, რომ მისმა მშობლებმა თეთრი სახლიდან ავეჯისა და ჭურჭლის მოპარვა სცადეს. ასევე, მან მონიკა ლევინსკისთან დაკავშირებული სკანდალიც ახსენა.

“შენმა მშობლებმა თეთრი სახლიდან ავეჯისა და ვერცხლის ჭურჭლის მოპარვა სცადეს… და სტაჟიორზე საერთოდ ნუ ვისაუბრებთ. ამ საქმეში არ ჩაერიო”, – წერს ტრამპის შვილი, ჩელსი კლინტონის საპასუხოდ X-ზე.

https://x.com/donaldjtrumpjr/status/1981738579748331592?s=46

ავტორი:

ბოლო სიახლეები