აშშ ვენესუელაში შეჭრისთვუს ემზადება: გვახსოვდეს, რომ ამერიკული იმპერიალიზმი დაფუძნებულია იმ დამოუკიდებელი სახელმწიფოების გაძარცვაზე, რომლებიც წინააღმდეგობას უწევენ იმპერიას, როგორც ეს მოხდა ნატოს მიერ ლიბიის განადგურების, გაძარცვისა და მუამარ კადაფის მკვლელობისას, – წერს პოლიტეკონომისტი, რევაზ კარანაძე, სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, 2015 წლის დეკემბერში, ჰილარი კლინტონის პირადი მიმოწერების გამოქვეყნებით, ნათელი გახდა, რომ ლიბიის წინააღმდეგ შეტევა დაიწყო არა „ჰუმანიტარული ჩარევის“, არამედ იმის გამო, რომ საფრანგეთს შეენარჩუნებინა კონტროლი ნავთობზე, ფულსა და აფრიკის დამოუკიდებლობის შეზღუდვაზე. კარანაძე აღნიშნავს, რომ ლიბიის განადგურება მხოლოდ რეჟიმის შეცვლა არ ყოფილა, რადგან ეს იყო აფრიკის დასავლური კოლონიალიზმისგან გათავისუფლებისა და სუვერენიტეტის ოცნების ჩახშობა.
“აშშ ვენესუელაში შეჭრისთვუს ემზადება: გვახსოვდეს, რომ ამერიკული იმპერიალიზმი დაფუძნებულია იმ დამოუკიდებელი სახელმწიფოების გაძარცვაზე, რომლებიც წინააღმდეგობას უწევენ იმპერიას, როგორც ეს მოხდა ნატოს მიერ ლიბიის განადგურების, გაძარცვისა და მუამარ კადაფის მკვლელობისას.
2015 წლის დეკემბერში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ჰილარი კლინტონის ათასობით პირადი იმეილი. მათ შორის ერთ-ერთში (2 აპრილი, 2011წ,) მისი მრჩეველი სიდნი ბლუმენტალი გადმოსცემდა ფრანგული დაზვერვის აღმოჩენას ნატოს ომის წინ: „კადაფის მთავრობის ხელშია 143 ტონაზე მეტი ოქრო, რომელიც განკუთვნილია პანაფრიკული ვალუტის შესაქმნელად, ლიბიური ოქროს დინარის საფუძველზე, როგორც ალტერნატივა ფრანგულ CFA ფრანკს.“ იმავე ჩანაწერში აღნიშნული იყო, რომ ეს გეგმა იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც საფრანგეთმა ლიბიის წინააღმდეგ შეტევა დაიწყო არა „ჰუმანიტარული ჩარევის“ გამო, არამედ იმისთვის, რომ შეენარჩუნებინა კონტროლი ნავთობზე, ფულსა და აფრიკის დამოუკიდებლობის შეზღუდვაზე.
იმეილში ჩამოთვლილი იყო საფრანგეთის მოტივები:
1. ლიბიის ნავთობის უფრო დიდი წილის დასაკუთრება!
2. საფრანგეთის გავლენის განმტკიცება ჩრდილოეთ აფრიკაში!
3. კადაფის მიერ აფრიკის ერთიანი ვალუტის შექმნის შეჩერება!
ლიბიის განადგურება მხოლოდ რეჟიმის შეცვლა არ ყოფილა, რადგან ეს იყო აფრიკის დასავლური კოლონიალიზმისგან გათავისუფლებისა და სუვერენიტეტის ოცნების ჩახშობა.” – წერს რევაზ კარანაძე.
https://www.facebook.com/story.php?story_fbid=25444791028439864&id=100000069486005&mibextid=wwXIfr&rdid=9qbYyIOHL9RLfGZl#









