22 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2025
22 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2025

გიორგი აბაშიშვილი: ცოცხალი მონაწილე ვარ „აბრეშუმის გზის“ ხუთივე ფორუმის და მე ასეთი კონკრეტული, ასეთი დეტალური, ასეთი მომზადებული საქართველო არ მინახავს

ცოცხალი მონაწილე ვარ „აბრეშუმის გზის“ ხუთივე ფორუმის და მე ასეთი კონკრეტული, ასეთი დეტალური, ასეთი მომზადებული საქართველო არ მინახავს, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ „ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს” დამფუძნებელმა, გიორგი აბაშიშვილმა.

მისი თქმით, წლევანდელ ფორუმი უპრეცედენტოდ წარმომადგენლობითი და კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე ორიენტირებულია. ​აბაშიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ფორუმზე, სხვა თემებთან ერთად, საქართველოს, როგორც შუა დერეფნის როლის მნიშვნელობაზე საუბრობენ.

„ევროკავშირის ეკონომიკური და ენერგეტიკული უსაფრთხოების ნაწილია შავი ზღვის კაბელი. ამ პროექტის შესახებ არის ძალიან ბევრი საუბარი დღევანდელ ფორუმზე. ეს არის კონკრეტული პროექტი, რომელშიც საქართველოს როლი კიდევ ერთხელ გამოიკვეთა და გამოიკვეთება. ყველა მინისტრი, ყველა დელეგაციის ხელმძღვანელი ხაზს უსვამს ერთ მნიშვნელოვან საკითხს, რომ საქართველო არის მართლაც მთავარი დამაკავშირებელი ხიდი ევროპასა და აზიას შორის და სანდო პარტნიორი, იმიტომ რომ ქვეყანაში უზრუნველყოფილია გრძელვადიანი მშვიდობა და ინვესტორებს არ ეშინიათ საქართველოში ინვესტირება“, – განაცხადა მან.

ავტორი:

ბოლო სიახლეები