მზია ამაღლობელისთვის ევროკავშირის სახაროვის პრემიის გადაცემა, პოლიციელისთვის ხელის გარტყმის გამო, არის კიდევ ერთი მკაფიო ნიშანი იმისა, თუ რაოდენ განსხვავდება ქართული საზოგადოების და ევროკავშირის ღირებულებითი და მსოფლმხედველური სისტემები – წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
მისივე შეფასებით, ამაღლობელისთვის პრემიის გადაცემა არის აქაური რადიკალური ოპოზიციის წახალისებისთვის გადადგმული ნაბიჯი.
„მზია ამაღლობელისთვის ევროკავშირის სახაროვის პრემიის გადაცემა, პოლიციელისთვის ხელის გარტყმის გამო, არის კიდევ ერთი მკაფიო ნიშანი იმისა, თუ რაოდენ განსხვავდება ქართული საზოგადოების და ევროკავშირის ღირებულებითი და მსოფლმხედველური სისტემები.
ვფიქრობ, იოლი გამოსაცნობია, რომ ეს არის აქაური რადიკალური ოპოზიციის წახალისებისთვის გადადგმული ნაბიჯი.“ – წერს ანჯაფარიძე.