22 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2025
22 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2025

ინვესტიციების მოზიდვით საქართველოს მთავრობა მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია

ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში, ინვესტიციების მოზიდვის ინდექსს აქვეყნებს.
https://chandlergovernmentindex.com/countries/georgia/
საქართველოს მთავრობამ მაღალი შეფასება მიღო და ინვესტიციების მოზიდვით მსოფლიოში მე-4 პოზიციაზე დაწინაურდა. საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის ყველა ქვეყანას, ევროკავშირის, შენგენის ზონის და ნატოს წევრ 33 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, კანადა, იაპონია, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, შვედეთი, შვეიცარია, ესპანეთი, პორტუგალია, ბელგია, ლუქსემბურგი, ისლანდია, დანია, ნორვეგია, ფინეთი, ავსტრია, ჩეხეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი, სლოვენია, ხორვატია, ლატვია, ლიეტუვა, საბერძნეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, მალტა, კვიპროსი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, თურქეთი.

მსოფლიოს საუკეთესო ხუთეული ასე ჩამოყალიბდა: საქართველო, ირლანდია, ესტონეთი, სინგაპური და უნგრეთი.
ინვესტიციების მოზიდვის ინდექსი ეფუძნება ორ გლობალურ ანგარიშგებას _ საერთაშორისო სავალუტო ფონდის და ამერიკული ორგანიზაცია „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ თემატურ კვლევებს.

კერძოდ, სავალუტო ფონდის ანგარიშის ნაწილში, კვლევა ეხება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წმინდა შემოდინებებს 5-წლიანი გაანგარიშებით. რაც შეეხება ორგანიზაცია “ჰერითიჯ ფაუნდეიშენის” ანგარიშს, ის ინვესტიციების თავისუფლების კვლევას უკავშირდება და აფასებს სხვადასხვა მარეგულირებელი შეზღუდვისგან ქვეყნების თავისუფლებას, რომლებიც, როგორც წესი, ინვესტიციებზეა დაწესებული.

ეს შეზღუდვებია:
* უცხოური ინვესტიციების ეროვნული მოპყრობა
* უცხოური ინვესტიციების კოდექსი
* მიწის საკუთრების შეზღუდვები
* სექტორული ინვესტიციების შეზღუდვები
* ინვესტიციების ექსპროპრიაცია სამართლიანი კომპენსაციის გარეშე
* ვალუტის კონტროლი
* კაპიტალის კონტროლი

ინვესტიციების მოზიდვის ინდიკატორით მსოფლოს საუკეთესო ხუთეულში საქართველოს დამკვიდრებას კარგად შეესატყვისება სხვა გლობალური ანგარიშგებებიც.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია საერთაშორისო სავლუტო ფონდის მსოფლიოს ეკონომიკური მიმოხილვის უახლესი პროგნოზები.

სავალუტო ფონდის შეფასებით, 2025 წელს საქართველოში მთლიანი კაპიტალის ფორმირება ეკონომიკის 22,3%-ს გაუტოლდება, რაც აბსოლუტურ გამოხატულებაში პირველად გადააჭარბებს 8 მილიარდ დოლარს და მთლიანი უცხოური და ადგილობრივი ინვესტიციების მოცულობა 2025 წელს ახალ ისტორიულ მაქსიმუმს, 8 მილიარდ 358 მილიონ ამერიკულ დოლარს მიაღწევს. 2026 წლიდან მთლიანი ინვესტიციების მაჩვენებელი 9 მილიარდ დოლარზე მეტი გახდება, 2028 წლიდან _ 10 მილიარდზე მეტი, 2030 წელს კი 12 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს. https://data.imf.org/en/Data-Explorer?datasetUrn=IMF.RES:WEO(9.0.0)

ავტორი:

ბოლო სიახლეები