21 ოქტომბერი, სამშაბათი, 2025
21 ოქტომბერი, სამშაბათი, 2025

დიმიტრი ხუნდაძემ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან გამართა შეხვედრა თემაზე – „დემოგრაფია და გლობალური პოლიტიკა’’

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფ ,,ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან გამართა შეხვედრა თემაზე – „დემოგრაფია და გლობალური პოლიტიკა’’.

საუბარი შეეხო საქართველოს დემოგრაფიული პოლიტიკის, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ განმსაზღვრელ ფაქტორს.

დიმიტრი ხუნდაძემ ისაუბრა საქართველოს დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფციაზე და აღინიშნა, რომ დემოგრაფია გეოპოლიტიკური ძალის ფორმირების ერთ-ერთი საფუძველია, ხოლო მაღალი შობადობა, ახალგაზრდა მოსახლეობა და მიგრაციის მართვა განსაზღვრავს სახელმწიფოების წარმატებას გლობალურ კონკურენციაში. მისივე თქმით, დემოგრაფიულმა სტრატეგიებმა კი შესაძლოა განსაზღვროს მომავალი სამხედრო, ეკონომიკური და კულტურული უპირატესობები.

დეპუტატმა დეტალურად მიმოიხილა შობადობისა და მოკვდაობის, რეპროდუქციული ჯანმრთელობის, მიგრაციის, დაბერებისა და საქართველოს მოსახლეობის რეგიონული დემოგრაფიული მაჩვენებლები.

შეხვედრაზე საუბარი, ასევე, შეეხო სხვადასხვა ქვეყნის დემოგრაფიულ მდგომარეობას, მათ მიდგომებსა და გამოცდილებას.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები.

ავტორი:

ბოლო სიახლეები