სოზარ სუბარი: „დიფ სთეითისგან“ მართული სახელმწიფოები ვერ ეგუებიან საქართველოს სუვერენიტეტს, რადგან მიჩვეულები იყვნენ ჩვენს ქვეყანაში არსებულ ისეთ მთავრობებს, რომლებიც თითის ერთ დაქნევაზე ასრულებდნენ მათ ნება-სურვილს

„სამწუხაროდ, ბოლო წლებში ვხედავთ ძალიან მტრულ დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ ევროკავშირის ბევრი სახელმწიფოს ლიდერების მხრიდან. ყველაფერს რომ თავისი სახელი დავარქვათ, ეს არის „დიფ სთეითი“ და მის მიერ მართული სახელმწიფოები, რომლებიც ვერ ეგუებიან სუვერენიტეტის იმ კურსს, რომელიც საქართველომ აირჩია“, – ამის შესახებ მედიასთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარმა განუცხადა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს შეხვედრის შესახებ თემაზე კომენტირებისას.

სოზარ სუბარის თქმით, „დიფ სთეითისგან“ მართული სახელმწიფოები ვერ ეგუებიან საქართველოს სუვერენიტეტს, რადგან მიჩვეულები იყვნენ ჩვენს ქვეყანაში არსებულ ისეთ მთავრობებს, რომლებიც თითის ერთ დაქნევაზე ასრულებდნენ მათ ნება-სურვილს.

„ვერ ეგუებიან იმიტომ, რომ მიჩვეულები იყვნენ საქართველოში ისეთ ხელისუფლებებს, რომლებიც თითის ერთ დაქნევაზე ასრულებდნენ მათ ნება-სურვილს, მათ შორის, ისეთს, როგორიც არის ისეთ ომში ჩართვა, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს განადგურებას გამოიწვევდა. ამას ვერ ეგუებიან დღეს. დანარჩენი ყველაფერი თითიდან გამოწოვილი და მოგონილია“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა ქართველთა უმთავრესი ანდერძი – „მამული, ენა,...

ჩვენი წარსული მდიდარია თვალსაჩინო საერო თუ სასულიერო მოღვაწეებით, თუმცა ილია ჭავჭავაძე იყო ერთადერთი, რომელსაც ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე, დამსახურებლად და დიდი სიყვარულით უწოდა „ერის მამა“,...