20 ოქტომბერი, ორშაბათი, 2025
20 ოქტომბერი, ორშაბათი, 2025

სოზარ სუბარი: ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი და ჩვენი სამშობლოს ინტერესები და ამ შემთხვევაში ის ადამიანები, ვისაც ჩვენ “მეგობრებს” ვუწოდებთ, იძულებული იქნებიან გაითვალისწინონ ჩვენი ინტერესები და დაგველაპარაკონ, როგორც თანასწორ პარტნიორებს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი ევროპელი ბიუროკრატების მოთხოვნების მიმართ სახელმწიფოს პოზიციას მედიასთან ეხმიანება.

„აღარ გაგრძელდება ძველებურად, როცა რომელიმე ქვეყნის ელჩი, დიღმიდან თუ თბილისის რომელიმე სხვა ნაწილიდან, ერთ თითს დაატკაცუნებდა და მთელი ქვეყანა უკანა თათებზე უნდა დამდგარიყო“ – განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ უნდა დაიცვას სუვერენიტეტი და ქვეყნის ინტერესები და თუ რომელიმე ევროპელი ბიუროკრატს ეს არ მოეწონება, ადრე თუ გვიან იძულებული გახდება, შეეგუოს ამ ვითარებას და საქართველოს ესაუბროს ისე, როგორც თანასწორ პარტნიორ ქვეყანას.

„ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი და ღირსება. თუ დღეს ვინმეს ეს არ მოსწონს, იძულებული იქნება შეეგუოს და დაგველაპარაკოს, როგორც თანასწორ პარტნიორს. აღარ გაგრძელდება ძველებურად, როცა რომელიმე ქვეყნის ელჩი, დიღმიდან თუ თბილისის რომელიმე სხვა ნაწილიდან, ერთ თითს დაატკაცუნებდა და მთელი ქვეყანა უკანა თათებზე უნდა დამდგარიყო. აღარ მოხდება ის, რისკენაც მოგვიწოდებენ ჩვენი ოპოზიციონერები – რომ თუკი ევროპელი ბიუროკრატები გვეტყვიან, ცალ ფეხზე დადექითო, ჩვენც უსიტყვოდ უნდა დავემორჩილოთ და ასე ცალ ფეხზე უნდა ვიყანყალოთ მხოლოდ იმიტომ, რომ ასე სურს ვიღაც ევროპელ ბიუროკრატს. ამიტომ, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი, სახელმწიფოს ინტერესები და ამ შემთხვევაში ის ადამიანები, ვისაც ჩვენ “მეგობრებს” ვუწოდებთ (მიუხედავად იმისა, რომ ძალიან არამეგობრულად იქცევიან), იძულებული იქნებიან გაითვალისწინონ ჩვენი ინტერესები და დაგველაპარაკონ, როგორც თანასწორ პარტნიორებს და არა ისე, როგორც თავიანთ ქვეშერმდომებს,“- განაცხადა სოზარ სუბარმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები