18 ოქტომბერი, შაბათი, 2025
18 ოქტომბერი, შაბათი, 2025

ლევან ჭოტორლიშვილი სკოლებში 11-წლიან სწავლებაზე: რეფორმა ჯერ არ დაწყებულა და ილიაუნის რექტორმა უკვე გაილაშქრა რეფორმის წინააღმდეგ. ადამიანისგან, რომელიც კვადრატს და მართკუთხედს ვერ ანსხვავებს, რეფორმის წინააღმდეგ გალაშქრება ბუნებრივია

მე 11-წლიანი სკოლა დავამთავრე. ჩემ თაობას არ ჰქონდა წაკითხული ტექსტის შინაარსის გაგების პრობლემა. დღეს საერთაშორისო გამოკითხვები და ტესტები ადასტურებს, რომ 12-წლიანი სკოლის დამთავრების შემდეგ, ქართველ მოსწავლეებს აქვთ მარტივი ტექსტის შინაარსის გაგების პრობლემა, – წერს გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი, პროფესორი ლევან ჭოტორლიშვილი სოციალურ ქსელში.

ჭოტორლიშვილის განცხადებით, დამატებულმა მე-12 წელმა ქართულ სკოლებში მიღებული ცოდნის მაჩვენებელი ვერ გაზარდა.

“მე 11 წლიანი სკოლა დავამთავრე. ჩემ თაობას არ ჰქონდა წაკითხული ტექსტის შინაარსის გაგების პრობლემა. დღეს საერთაშორისო გამოკითხვები და ტესტები ადასტურებს, რომ 12 წლიანი სკოლის დამთავრების შემდეგ, ქართველ მოსწავლეებს აქვთ მარტივი ტექსტის შინაარსის გაგების პრობლემა. ზოგადად საერთაშორისო რეიტინგები ძალიან დაბალ მონაცემებს ადასტურებს და ადასტურებს იმას, რომ განათლების სისტემის რეფორმა აუცილებელია.

სწავლის შედეგისთვის მნიშვნელოვანია რას და როგორ ასწავლი. დამატებულმა მეთორმეტე წელიწადმა მიღებული ცოდნის მაჩვენებლები არ გაზარდა. რეფორმა ჯერ არ დაწყებულა და ილიაუნის რექტორმა უკვე გაილაშქრა რეფორმის წინააღმდეგ. ადამიანისგან რომელიც კვადრატს და მართკუთხედს ვერ ანსხვავებს, რეფორმის წინააღმდეგ გალაშქრება ბუნებრივია”,- წერს ლევან ჭოტორლიშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები