პრემიერი: მკაცრად უნდა ვიზრუნოთ სასწავლო პროგრამების შინაარსის და ხარისხის მოწესრიგებაზე, სრულიად სხვა სისტემაზე უნდა გადავიდეთ და უნივერსიტეტებში ძირითად ბირთვს უნდა შეადგენდნენ სრულ განაკვეთზე მომუშავე პროფესორ-მასწავლებლები

უფრო მკაცრად უნდა ვიზრუნოთ სასწავლო პროგრამების შინაარსის და ხარისხის მოწესრიგებაზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის პრეზენტაციისას განაცხადა.

პრემიერის შეფასებით, დღეს ხარისხის მართვის სისტემა არსებითად ფორმალურია.

„დიდწილად ფორმალურია ის საქმიანობა, რომელიც ხორციელდება ამ მიმართულებით. უფრო მკაცრად უნდა ვიზრუნოთ სასწავლო პროგრამების შინაარსის და ხარისხის მოწესრიგებაზე.

რაც შეეხება საკადრო პოლიტიკას, დღეს არავითარი მწყობრი სისტემა არ გვაქვს და უმეტეს შემთხვევაში გვყავს არასრულ განაკვეთზე დასაქმებული პროფესორები, რომლებიც, შესაბამისად, უმეტეს შემთხვევაში სხვა საქმიანობით არიან დაკავებული და შეთავსებით მუშაობენ უნივერსიტეტებში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სრულიად სხვა სისტემაზე უნდა გადავიდეთ და უნივერსიტეტებში ძირითად ბირთვს უნდა შეადგენდნენ სრულ განაკვეთზე მომუშავე პროფესორ-მასწავლებლები“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა ქართველთა უმთავრესი ანდერძი – „მამული, ენა,...

ჩვენი წარსული მდიდარია თვალსაჩინო საერო თუ სასულიერო მოღვაწეებით, თუმცა ილია ჭავჭავაძე იყო ერთადერთი, რომელსაც ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე, დამსახურებლად და დიდი სიყვარულით უწოდა „ერის მამა“,...