ანალოტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ უმაღლესი განათლების რეფორმის პრეზენტაციას, სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ამ უნიკალურ გეგმას საზოგადოება დიდი ხნის მნძილზე ელოდა.
მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ დარგის სპეციალისტები და ახალგაზრდები ერთად იმუშავებენ, უმაღლესი განათლების რეფორმის რეალურ საქმედ ქცევაში.
“ვფიქრობ, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის განვითარების უნიკალური გეგმა წარადგინა, რომელსაც ძალიან დიდი ხანია ველოდით.
მნიშვნელოვანია, რომ დარგის სპეციალისტები და ახალგაზრდები ერთად იმუშავებენ, ამ რეფორმის რეალურ საქმედ ქცევაში.
ასევე, განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს, გივი მიქანაძეს, რომელიც დანიშვნის დღიდან ენერგიულად და გუნდურად შეუდგა მუშაობას.” – წერს მეტრეველი სოციალურ ქსელში.