16 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2025
16 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2025

ვაკო თურნავა: ჩვენ, ხელისუფლებას, პასუხისმგებლობა გვაქვს ქვეყნის ნორმალურ, მშვიდობიან, ეკონომიკურ განვითარებაზე და ერთეულ ორგანიზაციებსა და ძალებს ვერ მივცემთ შესაძლებლობას საქართველოს მომავალი მიითვისონ

ოპოზიცია ილუზიებშია. მათ მძიმე პოლიტიკური შეცდომები დაუშვეს პარლამენტის არაღიარებით და საკუთარი ამომრჩევლების უგულვებელყოფით, შემდეგ კი ხელისუფლების დამხობის მცდელობით. ამიტომ ნაკლებად გვაინტერესებს მათი მოსაზრებები, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ვაკო თურნავამ, იტალიურ რადიოსთან “Radio Roma” ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი ქვეყნის მშვიდობასა და ეკონომიკურ განვითარებაზეა პასუხისმგებელი, შესაბამისად, კონკრეტულ ძალებს საქართველოს მომავლის მითვისების უფლებას არ მისცემენ.

“ჩვენ, ხელისუფლებას, პასუხისმგებლობა გვაქვს ქვეყნის ნორმალურ, მშვიდობიან, ეკონომიკურ განვითარებაზე და ერთეულ ორგანიზაციებსა და ძალებს ვერ მივცემთ შესაძლებლობას საქართველოს მომავალი მიითვისონ,” – განაცხადა ვაკო თურნავამ.

მან ასევე ისაუბრა ემიგრაციაში მყოფ მოქალაქეებზე და აღნიშნა, რომ საქართველოში არაერთი პროგრამა ფუნქციონირებს და არსებობს ფინანსური მხარდაჭერა დიასპორის წევრებისთვის, რომლებსაც აქვთ სამშობლოში დაბრუნების სურვილი.

“მე თავად ბევრი წელი გავატარე ემიგრაციაში და კარგად მესმის, თუ რამდენი ემოცია და სირთულე ახლავს სამშობლოსა და ოჯახისგან დაშორებას, ამიტომ მინდა მოვუწოდო [იტალიაში მყოფ ემიგრანტებს საქართველოდან], შეინარჩუნონ ეს ძაფები სამშობლოსთან, ეს ძლიერი და ცხოვრებისეული კავშირია. ამასთან, საქართველოში გვაქვს მრავალი პროგრამა და ფინანსური მხარდაჭერა დიასპორის წევრებისთვის, რომლებსაც აქვთ სურვილი სამშობლოში დაბრუნდნენ და აქ გააკეთონ საქმე. ჩვენ მაქსიმალურად გვერდში ვუდგავართ ყველა მოტივირებულ ადამიანს.” – განაცხადა ვაკო თურნავამ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები