ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის ვიზიტი თბილისში და ის რაც მან ჩაიდინა, გახდა კიდევ ერთი მკაფიო მარკერი იმისა, რომ ახალი თაობის ევრობიუროკრატია აკეთებს და გააკეთებს ყველაფერს, რომ საქართველოს არჩეულ ხელისუფლებას როგორმე რამე ავნოს, სადაც შეეძლება. ეს არ უნდა იყოს დიდი სიურპრიზი ჩვენთვის, მათთვის მაინც ვინც ასე თუ ისე კრიტიკულად აზროვნებს და ინტერესდება პოლიტიკით და საერთაშორისო პოლიტიკით. მიმდინარეობს უმძაფრესი გეოპოლიტიკური ბრძოლა – წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
მისივე თქმით, საქართველო დგას არჩევანის წინაშე – გახდეს გლობალური ძალების ექსპერიმენტების ნაწილი, როგორც სააკაშვილის დროს, ან შეინარჩუნოს სტაბილურობა და მშვიდობა, რასაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება აკეთებს. 2024 წლის არჩევნებზე ხალხმა სწორედ მშვიდობას მისცა ხმა.
„ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის ვიზიტი თბილისში და ის რაც მან ჩაიდინა, გახდა კიდევ ერთი მკაფიო მარკერი იმისა, რომ ახალი თაობის ევრობიუროკრატია აკეთებს და გააკეთებს ყველაფერს, რომ საქართველოს არჩეულ ხელისუფლებას როგორმე რამე ავნოს, სადაც შეეძლება.
ეს არ უნდა იყოს დიდი სიურპრიზი ჩვენთვის, მათთვის მაინც ვინც ასე თუ ისე კრიტიკულად აზროვნებს, არ აქვს სირაქლემას პოზიცია და ინტერესდება პოლიტიკით
მიმდინარეობს უმძაფრესი გეოპოლიტიკური ბრძოლა. მსოფლიო აღარ არის ისეთი ერთპოლუსიანი აშშ-ს დომინირებით, როგორც “ცივი ომის” დასრულების შემდეგ იყო.
თუმცა, ჯერ ბოლომდე ვერ გახდა მრავალპოლუსიანი.
ამ ტურბულენტურ სიტუაციაში, საქართველოს აქვს ორი არჩევანი: ან შესთავაზოს საკუთარი თავი გლობალურ მოთამაშეებს მათი მოკლევადიანი მიზნების მისაღწევ საცდელ პოლიგონად, როგორც ეს გააკეთა სააკაშვილის ხელისუფლებამ 2003-2012 წწ, ან გვერდზე გადგეს ამ გეოპოლიტიკური ექსპერიმენტებისგან და ქვეყანაში შეინარჩუნოს სტაბილურობა და მშვიდობა, რასაც აკეთებს “ქართული ოცნების” ხელისუფლება. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ჩვენმა ხალხმა ხმა მისცა სწორედ მშვიდობას და არა “ევროპა თუ რუსეთი.”
თუმცა, მშვიდობა, ისევე როგორც თავისუფლება, ისე არ მოდის. ამას ბრძოლა და დაცვა სჭირდება. ძალიან დიდი სურვილი მაქვს რომ ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანმა, ვიცი რომ ისინი უმრავლესობაა, კარგად გაითავისოს ეს. ჩვენს გარეშე ეს არ გამოვა!“ – წერს ანჯაფარიძე.