აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც ალექსანდრე რაქვიაშვილთან საუბარში, ბორის ჩელე ყურუა ამბობს, რომ საპარლამენტო არჩევნებზე ოპიზიციის ბრალდება 300 000 ხმის გაყალბებასა და კარუსელთან დაკავშირებით, ტყუილი იყო.
ანანიძის თქმით, ადრე თუ გვიან, ყველა აღიარებს შეთხზულ უტიფრობას 300 000 ხმაზე.
“ადრე თუ გვიან ყველა აღიარებს შეთხზულ უტიფრობას 300 000 ხმაზე და ლეგიტიმურის არალეგიტიმურად გასაღების მცდელობას!” – წერს ცოტნე ანანიძე.
https://www.facebook.com/share/v/1CgExy4Qjc/