14 ოქტომბერი, სამშაბათი, 2025
14 ოქტომბერი, სამშაბათი, 2025

ირაკლი კირცხალია ნატო-ს ასამბლეის გადაწყვეტილებაზე: ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ობიექტურ საფუძველზე იქნება აგებული და მიღებული იმ გარემოებათა საფუძველზე, რომელთა რეალური შეფასებაც ასახავს ქვეყნის შიგნით მდგომარეობას, მისასალმებელია

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ, პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ირაკლი კირცხალიას განცხადებით, მისასალმებელია ყველას ის გადაწყვეტილება, რომელიც ობიექტურ საფუძველზე მიიღება და არა იმ უსამართლო მიდგომებით, რომლითაც მაგალითად ევროკავშირის ინსტიტუციები გამოირჩევიან საქართველოს დელეგაციების მიმართ.

„ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ობიექტურ საფუძვლებზე იქნება აგებული, რომელიც იქნება იმ გარემოებებით მიღებული, რომელი გარემოებების რეალური შეფასებაც არის ქვეყნის შიგნით ჩვენს მდგომარეობაზე, ყველა ასეთი გადაწყვეტილება არის მისასალმებელი და განსაკუთრებით ხაზს ვუსვამ, ყველა ის ობიექტური გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ სხვადასხვა წარმომადგენლობისგან, ინსტიტუციისგან, ეს ევროკავშირი იქნება, თუ არა მხოლოდ, ბევრ ძალიან უსამართლო გადაწყვეტილებას, მიდგომას ჩვენი დელეგაციების მიმართ. არაფერს ვამბობ იმ რეზოლუციებსა, თუ პოლიტიკურ განცხადებებზე, რასაც ვისმენთ. ასე რომ, ნებისმიერ ობიექტურ საწყისებსა და საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება არის მნიშვნელოვანი ნებისმიერი ქვეყნისთვის“,- განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ცნობისთვის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე საპარლამენტო დელეგაციის შესწორებები იქნა გათვალისიწინებული, ასევე მიღებული გადაწყვეტილებით საპარლამენტო დელეგაციამ ასოცირებული სტატუსის კატეგორიიდან ახალ კატეგორიაში – „პარტნიორები ყოვლისმომცველი უსაფრთხოებისთვის“ გადაინაცვლა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები