13 ოქტომბერი, ორშაბათი, 2025
13 ოქტომბერი, ორშაბათი, 2025

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი 4 ოქტომბერს ხელისუფლების დამხობის მცდელობაზე- როგორც მაშინ ასროლინა მთავრობამ ხალხს პიროტექნიკა, ახლაც მთავრობამ დაახვედრა მოჭრილი ღობე აქციის მონაწილეებს

„დაპირისპირებას პროვოცირება გაუკეთა მთავრობამ. ღობეები იყო გადაჭრილი და შეიძლება ის პირველი, ვინც ღობე წააქცია მთავრობის ხალხი იყო“- ამის შესახებ არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა „ტვ იმედთან“ სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა.

არქიმანდრიტმა ვიდეო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, სადაც ჟურნალისტის შეკითხვაზე, “იყო თუ არა დაპირისპირება 4 ოქტომბერს”, დოროთე ყურაშვილი პასუხობს, რომ „დაპირისპირება, პროვოკაცია მოაწო მთავრობამ და ღობე იყო გადაჭრილი“. მან, ასევე, აღნიშნა, რომ როდესაც აქციაზე პიროტექნიკას ისროდნენ, ისინიც მთავრობის მიერ პროვოცირებული ხალხი იყო.

ასევე ამბობს, რომ ის მშვიდობიან რევოლუციაზე საუბრობდა, „რომელიც უნდა მოხდეს“.

„როგორც მაშხალებს ისროდნენ თვითონ მთავრობის მიერ პროვოცირებული ხალხი, რომლებიც მთავრობამ შეიყვანა იქ და მაშხალები ასროლინა და მერე სხვები დაიჭირა, აი ასევე, მთავრობამ გამოიწვია თვითონ, რომ ეს მოჭრილი ღობე დაახვედრა და თავისმა ხალხმა გადაამტვრია ის. თავისი ხალხი შევიდა და თავისთავად აქციის მონაწილეები წამოეგნენ პროვოკაციას. ეს იყო იქ. მურთაზ ზოდელავა ღობის ჩასანგრევად იქ არ ჩასულა“-განაცხადა დოროთე ყურაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

The Guardian: კაცი მილიონ ფუნტად:...