13 ოქტომბერი, ორშაბათი, 2025
13 ოქტომბერი, ორშაბათი, 2025

ბელგიის თავდაცვის მინისტრი თეო ფრანკენი-ბრიუსელმა შესაძლოა წლის ბოლომდე არმია ქუჩებში გაიყვანოს

“ბრიუსელმა შესაძლოა წლის ბოლომდე არმია ქუჩებში გაიყვანოს”- განაცხადა ბელგიის თავდაცვის მინისტრმა თეო ფრანკენმა Le Soir-თან ინტერვიუში.

თავდაცვის მინისტრი შეშფოთებას გამოთქვამს დედაქალაქში არსებული მდგომარეობის გაუარესებით.

„სიტუაცია დრამატული გახდა. როგორც უსაფრთხოების, ასევე პოლიტიკური და სოციალური თვალსაზრისით. იმის საპირისპიროდ, რასაც შეიძლება გაიგონებდეთ, მე ძალიან შეშფოთებული ვარ ჩვენი დედაქალაქის მდგომარეობის გაუარესებით“- თქვა მან.

ფრანკენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქუჩების უსაფრთხოება პოლიციის პასუხისმგებლობაა და არა სამხედროების. თუმცა, მან დასძინა, რომ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა მიმართა მას ამ საკითხთან დაკავშირებით.

“შესაძლებელია თუ არა ჯარის ქუჩებში გაყვანა წლის ბოლომდე? მე არ მითქვამს „კი“, მაგრამ არც „უარი“, – თქვა ფრანკენმა.

https://www.lesoir.be/704216/article/2025-10-11/theo-francken-au-soir-mon-role-est-de-depenser-ces-milliards-pour-la-defense

ავტორი:

ბოლო სიახლეები

The Guardian: კაცი მილიონ ფუნტად:...