ეკა სეფაშვილი: ევროკომისიის პრესსპიკერი საქართველოს უყურებს, როგორც ევროკავშირის კოლონიას – მისი განცხადება ყოვლად ამორალურია

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი ევროკომისიის პრესსპიკერის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ანიტა ჰიპერის განცხადებას, რომ „ქართული ოცნების“ ქმედებები „აშკარად რუსული პროპაგანდის სახელმძღვანელოდან“ არის ინსპირირებული მედიასთან საუბარში გამოეხმაურა და ჰიპერის განცხადებას ყოვლად ამორალური უწოდა.

მისი თქმით, ევროკომისიის პრესსპიკერი საქართველოს უყურებს, როგორც ევროკავშირის კოლონიას.

„ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადება ყოვლად ამორალურია და არ შეეფერება ისეთი მაღალი პოლიტიკური ძალაუფლების მქონე ინსტიტუტის, როგორიც ევროკომისიაა სულისკვეთებას და განწყობას.

ევროკომისიის პრესსპიკერი საქართველოს უყურებს, როგორც ევროკავშირის კოლონიას. მისი განცხადება აბსოლუტური უტიფრობაა და იმიტომ ბედავს ასეთი განცხადების გაკეთებას, რომ ალბათ იცის, ამის გამო არ დაისჯება. განცხადება სავსეა ცილისწამებით, ტყუილით, მანიპულაციებით. ერთი სიტყვაც არ არის თქმული იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ იყო კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლის მცდელობა, რაც ყველაზე ქვეყანაში დასჯადია,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა ქართველთა უმთავრესი ანდერძი – „მამული, ენა,...

ჩვენი წარსული მდიდარია თვალსაჩინო საერო თუ სასულიერო მოღვაწეებით, თუმცა ილია ჭავჭავაძე იყო ერთადერთი, რომელსაც ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე, დამსახურებლად და დიდი სიყვარულით უწოდა „ერის მამა“,...