გიორგი გრძელიშვილი: მზია ამაღლობელის პატრონებმა სილა გააწნეს სახელმწიფოს, რათა ფეხქვეშ გაეთელათ სახელმწიფოს არსი, საპასუხოდ კი მიიღეს კანონის განუხრელად აღსრულება

ამაღლობელმა, ყოველგვარი ემოციებისგან დაცლილმა, მიზანმიმართულად, მისგან ფიზიკურად უკვე მოცილებული პოლიციელი ფიზიკური ძალის გამოყენებით მოაბრუნა და სახეში სილა გააწნა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ კომუნიკაციების სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი გრძელიშვილმა, პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გრძელიშვილის განცხადებით, მზია ამაღლობელის ხელით მისმა პატრონებმა „სილა გააწნეს სახელმწიფოს“, რითაც სცადეს ქართული სახელმწიფოს არსის ფეხქვეშ გათელვა.

“ამაღლობელის პატრონებისთვის ეს იყო სილა, რომელიც იმ მომენტში გააწნეს სახელმწიფოს, რადგან ფეხქვეშ გაეთელათ სახელმწიფოს არსი. საპასუხოდ კი მიიღეს კანონის განუხრელად აღსრულება. ამაღლობელის გმირად გამოცხადება არ მხოლოდ მისი წახალისებაა, არამედ სიგნალია აგენტებისთვის, რომ გმირების რიგებში ჩაეწერება ყველა, ვინც განუხრელად შეასრულებს დიპ სტეიტის დავალებებს”,- განაცხადა გიორგი გრძელიშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა ქართველთა უმთავრესი ანდერძი – „მამული, ენა,...

ჩვენი წარსული მდიდარია თვალსაჩინო საერო თუ სასულიერო მოღვაწეებით, თუმცა ილია ჭავჭავაძე იყო ერთადერთი, რომელსაც ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე, დამსახურებლად და დიდი სიყვარულით უწოდა „ერის მამა“,...