შალვა პაპუაშვილი: ერთადერთი, რასაც ქართული საზოგადოება ევროკომისიის პრესსპიკერისგან მოელის, არის ბოდიში ხელისუფლების დამხობის მიზნით დაორგანიზებული შეკრების მხარდაჭერის გამო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომლითაც ის ანიტა ჰიპერის კომენტარს ეხმიანება.

„ერთადერთი, რასაც ქართული საზოგადოება ევროკომისიის პრესსპიკერისგან მოელის, არის ბოდიში ხელისუფლების დამხობის მიზნით დაორგანიზებული შეკრების მხარდაჭერის გამო, რომლის მონაწილენიც პრეზიდენტის სასახლეში შეიჭრნენ და 25 პოლიციელი დააზიანეს. საქართველოს ხელისუფლებაზე მისი დღევანდელი ვერბალური თავდასხმა კი, ამ პასუხისმგებლობისგან გაქცევის სასოწარკვეთილი მცდელობაა.

რაც შეეხება „რუსულებს“ – ქალბატონ პრესსპიკერს არანაირი ეჭვი არ უნდა ჰქონდეს, რომ რამდენჯერაც ის ქართველი ხალხის და მისი ხელისუფლების წინააღმდეგ სიტყვა „რუსული“-თ უადგილო ჟონგლიორობას გადაწყვეტს, იმდენჯერ მიიღებს პასუხს“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა ქართველთა უმთავრესი ანდერძი – „მამული, ენა,...

ჩვენი წარსული მდიდარია თვალსაჩინო საერო თუ სასულიერო მოღვაწეებით, თუმცა ილია ჭავჭავაძე იყო ერთადერთი, რომელსაც ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე, დამსახურებლად და დიდი სიყვარულით უწოდა „ერის მამა“,...