ილონ მასკი: ბრიტანეთში გაუპატიურების მცდელობის წინააღმდეგ პროტესტი უფრო მეტად ისჯება, ვიდრე თავად გაუპატიურების მცდელობა

ბრიტანეთში გაუპატიურების მცდელობის წინააღმდეგ პროტესტი უფრო მეტად ისჯება, ვიდრე თავად გაუპატიურების მცდელობა, – ამის შესახებ ამერიკელი მილიარდერი, SpaceX-ის დამფუძნებელი, ილონ მასკი X-ზე წერს.

მასკი ამ შეფასებით ბრიტანელი ჟურნალისტის, პიტერ ლოიდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, ქალაქ ეპინგში სამი მომიტინგე დააკავეს და 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, ხოლო, არალეგალ მიგრანტს, რომელმაც 14 წლის გოგონას გაუპატიურება სცადა – 12 თვით პატიმრობა.

“ეპინგის სამი მომიტინგე დააპატიმრეს – მათ უფრო ხანგრძლივი სასჯელი მიუსაჯეს, ვიდრე იმ მიგრანტს, რომელმაც ქალაქში არეულობა 14 წლის გოგონაზე თავდასხმით გამოიწვია.
მარტინ პიგრამი, დინ სმიტი და სტიუარტ უილიამი ორ-ორწლიან პატიმრობას მოიხდიან.
არალეგალ მიგრანტ ჰადუშ კებატუს მხოლოდ 12 თვე მიესაჯა.” – წერს პიტერ ლოიდი.

https://x.com/elonmusk/status/1975897394089963802?s=46

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა ქართველთა უმთავრესი ანდერძი – „მამული, ენა,...

ჩვენი წარსული მდიდარია თვალსაჩინო საერო თუ სასულიერო მოღვაწეებით, თუმცა ილია ჭავჭავაძე იყო ერთადერთი, რომელსაც ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე, დამსახურებლად და დიდი სიყვარულით უწოდა „ერის მამა“,...