“ალტერნატივა გერმანიისთვის” ლიდერი ალის ვაიდელი: თუ მერცს ომი სურს, თვითონ უნდა წავიდეს საომრად

„ჩვენი შვილები, ჩვენი ვაჟები, ჩვენი ჯარისკაცები არასდროს მოკვდებიან უკრაინისთვის,” – ამის შესახებ პარტია “ალტერნატივა გერმანიისთვის” ლიდერმა, ალის ვაიდელმა განაცხადა.

მისი თქმით, “ალტერნატივა გერმანიისთვის” საკუთარი ქვეყნის თავდაცვის ერთგული რჩება და ეწინააღმდეგება უკრაინაში ომის წაქეზებას.

ვაიდელი მიიჩნევს, რომ ვისაც ომი უნდა, თავად უნდა წავიდეს საომრად, მათ შორის, კანცლერი ფრიდრიხ მერცი.

“ჩვენ უარვყოფთ ფედერალური მთავრობის წინადადებას სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ. ჩვენ ერთგულნი
ვართ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისა, მაგრამ არა უკრაინაში ამ ომის წაქეზების.

თქვენ იცით ჩემი შეხედულება, თუ ვინმეს ომი სურს, თავად უნდა წავიდეს. ფრიდრიხ
მერცი თვითონ წავიდეს უკრაინის საზღვართან და იომოს.” – განაცხადა ალის ვაიდელმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა ქართველთა უმთავრესი ანდერძი – „მამული, ენა,...

ჩვენი წარსული მდიდარია თვალსაჩინო საერო თუ სასულიერო მოღვაწეებით, თუმცა ილია ჭავჭავაძე იყო ერთადერთი, რომელსაც ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე, დამსახურებლად და დიდი სიყვარულით უწოდა „ერის მამა“,...