კონგრესმენი ანა პაულინა ლუნა: ისმის კითხვა: რატომ ვუგზავნით უკრაინას ფულს? როგორც ჩანს, ზელენსკი ყოველთვიურად რიცხავს 50 მილიონ დოლარს საუდის არაბეთის რომელიღაც ბანკში

ამერიკელი კონგრესმენი ანა პაულინა ლუნა აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტი საუდის არაბეთის ერთ-ერთ ბანკში ყოველთვიურად 50 მილიონ დოლარს რიცხავს. სკანდალური ინფორმაცია პოლიტიკოსმა პირველად ზაფხულში გაავრცელა.

„ისმის კითხვა: რატომ ვუგზავნით უკრაინას ფულს? როგორც ჩანს, ზელენსკი ყოველთვიურად რიცხავს 50 მილიონ დოლარს საუდის არაბეთის რომელიღაც ბანკში. განა ეს გასაკვირი არაა?“ – ამბობს კონგრესმენი.

ის თურქულ გამოცემა „აიდინ-ლიქს“ ეყრდნობოდა. გამოცემამ ის საბანკო ანგარიშები გამოაქვეყნა, რომლებიც ამ სავარაუდო სქემაში ფიგურირებს და ზელენსკის გარემოცვის წევრებთან დაკავშირებულია. თურქული გამოცემა ფულის გასათეთრებლად ოფშორულ კომპანიებსა და საფრანგეთში უძრავი ქონების შეძენის შესახებ საუბრობდა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა ქართველთა უმთავრესი ანდერძი – „მამული, ენა,...

ჩვენი წარსული მდიდარია თვალსაჩინო საერო თუ სასულიერო მოღვაწეებით, თუმცა ილია ჭავჭავაძე იყო ერთადერთი, რომელსაც ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე, დამსახურებლად და დიდი სიყვარულით უწოდა „ერის მამა“,...