ბრიტანეთის პოლიციას საპროტესტო აქციებზე რეაგირებისთვის დამატებითი უფლებამოსილება მიენიჭება, რაც საპროტესტო აქციების სრულად აკრძალვის უფლებამოსილებასაც მოიცავს

ბრიტანეთის პოლიციას საპროტესტო აქციებზე რეაგირებისთვის დამატებითი უფლებამოსილება მიენიჭება. შესაბამისი ცვლილება გაერთიანებული სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრმა დააანონსა. შაბანა მაჰმუდის თქმით, პოლიციას ერთი და იმავე ჯგუფის მიერ, საპროტესტო აქციების ერთსა და იმავე ადგილზე გამართვის შეზღუდვა შეეძლება.

კერძოდ, უფროს ოფიცრებს შეეძლებათ გაითვალისწინონ წინა საპროტესტო აქციების „კუმულაციური ზეგავლენა“, – განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში. ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ სამართალდამცველებს ექნებათ შესაძლებლობა ორგანიზატორებს ღონისძიებების სხვაგან ჩატარება დაავალონ, თუ ამ კონკრეტულ ადგილზე დემონსტრაციები მანამდე არაერთხელ გამართულა.

ახალი წესების თანახმად, განმეორებითი საპროტესტო აქციების შემთხვევაში, პოლიციას შეუძლია დააწესოს პირობები, როგორიცაა მოთხოვნა, რომ აქცია სხვაგან გაიმართოს ან ღონისძიების ხანგრძლივობა შეზღუდოს. მთავრობის თქმით, ეს მოიცავს საპროტესტო აქციების სრულად აკრძალვის უფლებამოსილებასაც.

გადაწყვეტილება ლონდონმა მას შემდეგ მიიღო, რაც პროპალესტინელმა აქტივისტებმა სინაგოგაზე ორი დღის წინ მომხდარი სისხლიანი თავდასხმის შემდეგ, აკრძალვის მიუხედავად, მასშტაბური დემონსტრაცია გამართეს. აქცია 500-მდე აქტივისტის დაკავებით დასრულდა.

„ვფიქრობ, ამ ცვლილების განხორციელება მნიშვნელოვანია, რათა სწორი ბალანსი დავამკვიდროთ ადამიანებს შორის, რომლებსაც პროტესტის თავისუფლად გამოხატვის უფლება აქვთ და ეს დაშინებისა და მუქარის გარეშე უნდა ხდებოდეს. ეს ამ ქვეყანაში უძველეს თავისუფლებას წარმოადგენს“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა შაბანა მაჰმუდიმ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა ქართველთა უმთავრესი ანდერძი – „მამული, ენა,...

ჩვენი წარსული მდიდარია თვალსაჩინო საერო თუ სასულიერო მოღვაწეებით, თუმცა ილია ჭავჭავაძე იყო ერთადერთი, რომელსაც ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე, დამსახურებლად და დიდი სიყვარულით უწოდა „ერის მამა“,...