4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის ლიდერი ანდრეი ბაბიში- უკრაინა ევროკავშირის წევრობისთვის მზად არ არის

ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ქვეყნის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა, უკრაინელი ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ უკრაინა ევროკავშირისთვის მზად არ არის.

შეკითხვაზე, დაუჭერს თუ არა მხარს ევროკავშირსა და ნატოში უკრაინის მიღებას, ანდრეი ბაბიშმა უპასუხა, რომ ამაზე თანამშრომლობა შეუძლიათ, მაგრამ წევრობაზე საუბარი არ არის.

„უკრაინა ევროკავშირის წევრობისთვის მზად არ არის. პირველ რიგში, ჯერ ომი უნდა დასრულდეს. ჩვენ შეგვიძლია თანამშრომლობა, მაგრამ წევრობაზე საუბარი არ არის“- აცხადებს ბაბიში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში

💊 სასიხარულო ინფორმაცია: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა.