4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ირაკლი კობახიძე: გვაქვს უპრეცედენტო მაჩვენებელი 80 პროცენტზე მეტი და მივიღეთ დაახლოებით მილიონი ხმა – მადლობა ამომრჩეველს, გამარჯვება არის საფუძველი იმისა, რომ გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის და თითოეული მუნიციპალიტეტის განვითარება

მთლიანობაში ქვეყნის მასშტაბით „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ხმების 80 %-ზე მეტი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, თვითმმართველობის არჩვენებში „ქართული ოცნებას“ აქვს უპრეცედენტო მაჩვენებელი.

„მთლიანობაში ქვეყნის მასშტაბით „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ხმების 80 %-ზე მეტი. თითქმის დასრულებულია უკვე ხმების დათვლა, გვაქვს უპრეცედენტო მაჩვენებელი 80 %-ზე მეტი და მივიღეთ დაახლოებით მილიონი ხმა. კიდევ ერთხელ მადლობა ამომრჩეველს და რა თქმა უნდა, გამარჯვება არის საფუძველი იმისა, რომ გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის განვითარება, თითოეული მუნიციპალიტეტის განვითარება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.