4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ირაკლი კობახიძე “მშვიდობიან რევოლუციაზე”: როდესაც ისინი გადადიან ძალადობაზე, როდესაც ცდილობენ, მაგალითად, კონკრეტული ადმინისტრაციული შენობების მიმართ შტურმი განახორციელონ ან იძალადონ პოლიციელებზე, რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში მიიღებენ ძალიან მკაცრ, კანონისმიერ პასუხს

“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ოპოზიციის აქციასა და დაანონსებულ “მშვიდობიან რევოლუციაზე” ისაურა.

როგორც კობახიძემ განმარტა, თუ ოპოზიცია გადავა ძალადობაზე, ისინი კანონის საფუძველზე ძალიან მკაცრ პასუხს მიიღებენ, ვინაიდან, ძალადობა ვერ დარჩება უპასუხოდ.

“არსებობს ორი თეორიული სცენარი, რომ არ ვიმარჩიელოთ ერთი არის, როდესაც შეკრება მშვიდობიანად იმართება და ასეთ შემთხვევაში, მარტივად, შეიკრიბებიან და დაიშლებიან. მეორე თეორიული სცენარია, როდესაც ისინი გადადიან ძალადობაზე, როდესაც ისინი ცდილობენ მაგალითად, კონკრეტული ადმინისტრაციული შენობების მიმართ შტურმი განახორციელონ ან იძალადონ პოლიციელებზე და ა.შ. რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში, ისინი მიიღებენ ძალიან მკაცრ, კანონისმიერ პასუხს. პროპორციულ, მაგრამ მკაცრ პასუხს კანონის საფუძველზე – რა თქმა უნდა, ძალადობა ვერ დარჩება უპასუხოდ,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

განათლების კომიტეტის სხდომა — 2026 წლის ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში

განათლების სამინისტრომ 2026 წლის პირველ ნახევარში ბიუჯეტის 98.9% აითვისა

📊🎓 განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2026 წლის პირველ ნახევარში დაახლოებით 1.336 მილიარდი ლარი აითვისა — ბიუჯეტის შესრულებამ 98.9% შეადგინა.