შალვა პაპუაშვილი: „ფეიკმედია ცდილობს ისეთი სურათი დადგას, თითქოს ამომრჩეველთა მობილიზება დარღვევაა“

„უკვე ტრადიციად იქცა, რომ ფეიკმედია ცდილობს, ჩვენს წარმომადგენლებზე კამერებით თავდასხმით, ისეთი სურათი დადგას თითქოს ამომრჩეველთა მობილიზება რაიმე დარღვევაა,“ — აღნიშნულია პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის „ფეისბუქ-პოსტში“.

პაპუაშვილის თქმით, ეს ცრუ ნარატივი მოქალაქეებისთვის დიდი ხანია ცნობილია.
„ეს ცრუ ნარატივი ჩვენს მოქალაქეებს უკვე დიდი ხანია გაშიფრული აქვთ, თუმცა კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ არჩევნების დღეს საკუთარი ამომრჩევლების მობილიზება, მათთან კომუნიკაცია და პარტიის მხარდამჭერების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფა არა მხოლოდ კარგი საერთაშორისო პრაქტიკა, არამედ საქართველოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით გათვალისწინებული საქმიანობაა,“ – წერს პაპუაშვილი.

პარლამენტის თავმჯდომარე მიმართავს მედიას, შეეშვას „გაცვეთილი ცრუ ნარატივების გავრცელებას“, ხოლო „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მოუწოდებს, უზრუნველყონ ამომრჩეველთა სრული მობილიზება არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა ქართველთა უმთავრესი ანდერძი – „მამული, ენა,...

ჩვენი წარსული მდიდარია თვალსაჩინო საერო თუ სასულიერო მოღვაწეებით, თუმცა ილია ჭავჭავაძე იყო ერთადერთი, რომელსაც ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე, დამსახურებლად და დიდი სიყვარულით უწოდა „ერის მამა“,...