„ლელოს“ კიდევ ერთი კანდიდატი დომენტი ქორქია: ვემიჯნები რადიკალური ოპოზიციის მხრიდან მოწოდებებს – ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის გეგმასთან დაკავშირებით, მივიღე გადაწყვეტილება პარტიის დატოვების შესახებ

პარტია „ლელოს“ კიდევ ერთმა წევრმა, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზათის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დომენტი ქორქიამ „ლელო“ დატოვა. ამის შესახებ მანდ სოციალურ ქსელში დაწერა.

„მე, პოლიტიკური პარტია „ლელო”-დან აბაშის მუნიციპალიტეტის სოფ. გეზათის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დომენტი ქორქია ვემიჯნები რადიკალური ოპოზიციის მხრიდან მოწოდებებს – ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის გეგმასთან დაკავშირებით, რასაც ასევე ემხრობა ის პარტია რომელსაც წარმოვადგენ. არსებული ვითარების გათვალისწინებით, ვეღარ მოვიაზრებ ჩემს თავს “ლელოს” რიგებში და მივიღე გადაწყვეტილება პარტიის დატოვების შესახებ”, – წერს ქორქია.

პარტიას „ლელოს“ ანალოგიური მიზეზით დატოვების შესახებ ასევე განაცხადეს ლევან რევაზიშვილმა და დავით ნადირაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა ქართველთა უმთავრესი ანდერძი – „მამული, ენა,...

ჩვენი წარსული მდიდარია თვალსაჩინო საერო თუ სასულიერო მოღვაწეებით, თუმცა ილია ჭავჭავაძე იყო ერთადერთი, რომელსაც ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე, დამსახურებლად და დიდი სიყვარულით უწოდა „ერის მამა“,...