ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა „ქართული ოცნების” საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა 06 ოლქში არჩილ ნიჟარაძემ.
„ხმა მივეცი ქვეყნის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას. თითოეული მოქალაქის მონაწილეობა არჩევნებში წარმოადგენს დემოკრატიისადმი ერთგულებისა და ხალხის ნების პატივისცემის საუკეთესო გამოხატულებას.
დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს.
მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს.” – განაცხადა არჩილ ნიჟარაძემ.