საარჩევნო უბანი გაიხსნა, ხმის მიცემის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს, ხალხი იყენებს უფლებას, საარჩევნო უბანზე მივიდეს და ხმა მისცეს, – ამის შესახებ საერთაშორისო დამკვირვებელმა, ესპანეთის სენატის წევრმა, ლუის ხესუს ურიბე-ეჩებარია აპალატეგუისლუის ხესუს ურიბე-ეჩებარია აპალატეგუისმა განაცხადა, რომელიც საქართველოში მიმდინარე თვითმმართველობის არჩევნებს აკვირდება.
„დიდი იმედი მაქვს, ეს პროცესი ასე დემოკრატიულად გაგრძელდება.
საქართველო აგრძელებს საარჩევნო პროცესებში დემოკრატიულად ჩართვას თავისუფალი, უსაფრთხო, კონკურენტული და გამჭვირვალე გზებით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად“, – განაცხადა დამკვირვებელმა.